ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ფოთის "კოლხეთი" მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელმა დატოვა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" მწვრთნელმა გიორგი კრასოვსკიმ დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"საკუთარი განცხადების საფუძველზე ფოთის "კოლხეთი 1913"-ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა გიორგი კრასოვსკიმ. დროებით ამ თანამდებობას ნუგზარ თვარაძე შეითავსებს. მას უახლოესი პერიოდის განმავლობაში ზურაბ თოფურია დაეხმარება".

კრასოვსკი მესამე მწვრთნელია, რომელმაც ამ სეზონში "კოლხეთი" დატოვა.

ფოთური გუნდი 23 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში 14 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადვილზეა.