ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

თბილისის "მერანმა" ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
2 ნოემბერს, ეროვნული ლიგა 2-ის 33-ე ტურში თბილისის "მერანმა" "სპაერის" სტადიონზე "შევარდენი" 1906" 4:0 დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა.

ამ მატჩში გოლები გოგა ფიფიამ (2), გიორგი მიქაბერიძემ და იაგო დეისაძემ გაიტანეს.

"მერანმა" მეორეადგილოსანი "სამტრედია" 14 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც პირველ ადგილში ვეღარ შეეცილება.

"სამტრედიას" მეორე ადგილი და პლეი-ოფი გარანტირებული აქვს, ხოლო მესამე პოზიციას სავარაუდოდ "თელავი" დაიკავებს.