13 ივლისს "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2" განახლდება!

AutoSharing Option
"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" განახლების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 13 ივლისიდან "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის 2020 წლის სეზონი გაგრძელდება. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგა მესამე ტურის მატჩებით განახლდება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი, ქობულეთის "შუქურა" და ზუგდიდის "დინამო" დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი 18:00 საათიდან Silk Universal-ის ეთერში იხილავს.

"კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2"-თან ერთად ასევე იგეგმება ლიგა 3-ის განახლება. ტურნირი მეორე ტურის მატჩებით 27 ივლისიდან გაგრძელდება. ლიგა 4, რეგიონული ლიგა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება კი აგვისტოს
შუა რიცხვებიდან დაიწყება.

​აღნიშნული თემების შესახებ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"კლუბებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2" 13 ივლისიდან განახლდება. "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მსგავსად, აღნიშნული ტურნირიც მესამე ტურიდან გაგრძელდება.

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის დანარჩენ ლიგებს, ლიგა 3 27 ივლისიდან განახლდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების დაწყება იგეგმება. ფუტსალის ლიგისა და ქალთა ლიგის შესახებ კი ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ფუტსალის ასოციაციასთან და ქალთა ფეხბურთის ფედერაციასთან.

​ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი განვაახლოთ როგორც პროფესიული, ასევე მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით.

​რა თქმა უნდა, ყველა ლიგაში მოხდება ფორმატის ცვლილება. "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2" და ლიგა 3 ოთხი წრის მაგივრად ორ წრედ გაიმართება, ლიგა 4-ში კი განახლებული ფორმატი გვექნება. ამ ყველაფრის შესახებ, რა თქმა უნდა, კლუბები ინფორმირებულნი იქნებიან. ასევე, რეგიონულ ფედერაციებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფორმატით დაიწყება რეგიონული ლიგა."

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
გუნდებს დავალიანება რომ აქვთ უკვე თვეობით ფეხბურთელების რატომ არ რეაგირებს ფედერაცია? დასაჯონ ესეთი გუნდები ან მოხსნან ჩემპიონატიდან თუ არადა ფედერაციაც გარიგებულია გუნდებთან
Federacias
13:10 01-07-2020
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0