კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 20 დეკემბერს საქართველო ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-აუტის ორი საპასუხო შეხვედრა გაიმართა.

მარტვილში, ადგილობრივმა "მერანმა" "გორის" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა. პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, შესაბამისად მეგრელებმა ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში "გორის" ორი ფეხბურთელი გააძევეს, გორელთა კარშივე დაინიშნა 11-მეტრიანი დარტყმა. ხოლო გორელთა ნახევარმცველმა გიორგი ალიმბარაშვილმა პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი მარტვილელთა კარში.


მარტვილი, მურთაზ ხურცილავა

მერანი - გორი 3:1

1:0 საღრიშვილი (40), 2:0 ფაცაცია (47), 2:1 ალიმბარაშვილი (73), 3:1 წოწონავა (85,
პენ)

წითელი ბარათი: გულუაშვილი (32), ალიმბარაშვილი (77)


მეორე შეხვედრაში ფოთის "კოლხეთმა" "ვიტ ჯორჯიას" ფოთის ტექნიკური ცენტრის მოედანზე უმასპინძლა. პირველი შეხვედრა "ვიტელებმა" მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მეორე მატჩიც იგივე სხვაობით დასრულდა, ამჯერად ფოთელთა სასარგებლოდ. 68-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი ლაშა გვალიამ პენალტით გაიტანა. იქამდე კი, 56-ე წუთზე სტუმართა მცველი თემურ ბექაური გააძევეს მოედნიდან.


68-ე წუთიდან მოყოლებული, შეხვედრის, როგორც ძირითადი დრო, ისე დამატებითი ტაიმები გატანილი გოლების გარეშე გაგრძელდა საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა. გვალიამ მეორედ ვეღარ გაიტანა, დავით მეგრელიშვილსაც მეკარემ აუღო, "ვიტ ჯორჯიას" მოთამაშეებმა მხოლოდ 1 პენალტი გააფუჭეს და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნეს.


ფოთი, ტექნიკური ცენტრი

კოლხეთი - ვიტ ჯორჯია 1:0, პენ: 3:4

1:0 ლაშა გვალია (68, პენ)

პენალტების სერია: 0:0 გვალია (კარს ააცილა), 0:0 ნემსაძე (მეკარე), 0:0 მეგრელიშვილი (მეკარე), 0:1 ზარიძე,  1:1 მუმლაძე, 1:2 ბარაბაძე, 2:2 კირკიტაძე, 2:3 მოლაშვილი, 3:3 კაშია, 3:4 მუსელიანი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფოტო ისეთია თითქოს ლიგა მოეგოთ
დავით 67
22:33 20-12-2020
0
ყოჩაღ ბურუჩაგა! აი ვინ არის ნამდვილი აბდულა...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
18:48 20-12-2020
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0