"შენს დედას შ****ი" - ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის მატჩი სკანდალურად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის მატჩი "ფოთსა" და "რუსთავს" შორის სკანდალურად დასრულდა.

პირველი შეხვედრა "რუსთავში" 0:0 დასრულდა და "ფაზისზე" გასამართ დაპირისპირებას უნდა გაერკვია, თუ ვინ დარჩებოდა ლიგა 2-ში.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დამატებით დროში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს და სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის შედეგად, ლიგა 2-ში "რუსთავმა" ადგილი შეინარჩუნა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა რამდენიმე ეპიზოდში რუსთაველთა სასარგებლოდ საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც ადგილობრივი გულშემატკივარი ძალიან გააღიზიანა.

არბიტრებს მოედნიდან გასვლა პოლიციის დახმარებით მოუხდათ.

ვიდეო: "მთავარი არხი"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
მსაჯს რატომ აგინებენ გეტყვით. ხალხი მივიდა ფეხბურთის სანახავდ და თავისი საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ. ამ კაცმა პენალტი არ დაუდო და თამაშგარე დააფიქსირა გოლზე, რომელიც 100%იანი გოლი იყო. 0-0 ია და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ანგარიშის გახსნას თამაშში სადაც მცირე დეტალიც კი გაგებინებს თამაშს. მთელი სეზონი წვალობ რომ ამოხვიდე და ვიღაც მსაჯის გამო ნაშრომი წყალში გეყრება. მერე კიდევ იტყვიან რატო არ მოდის გულშემატკივარი თამაშებზე. ვინ მოვა როცა ხედავ რო წინასწარი დაწერილი სცენარით ფედერაციას ვივც აწყობს ის რჩება ან იმარჯვებს.
giga
13 დეკემბერი 2021 01:56
2
სად იყო თამაშგარე დამანახეთ
ვიტალი
12 დეკემბერი 2021 23:02
1
სტუმრად გატანილი გოლის წესი ხომ გააუქმა უეფამ?
1
12 დეკემბერი 2021 19:16
2
პენალტის ეპიზოდი ნამდვილად საკამაᲗოა, ᲗამაᲨგარეს რაც Შეეხება ნამდვილად წინ იყო, ეხლა გუნდებზე რა ᲨეიᲫლება ვᲗქვაᲗ, ფოᲗი ახალგაზრდა ᲨეᲗამაᲨებული გუნდია, მაგრამ ორი ᲗამაᲨის ჯამი, გოლს რომ ვერ გაიტან ეგეც მსაჯის ბრალია? რუსᲗავს Თავის გაᲭირვება აქვს, არასწორი გაᲗვლებიᲗ და ბევრი რაᲦაციᲗ, გამოცდილი ფეხბურᲗელების ხარჯზე გადარᲩა ამჯერად...
ასეა ეს
12 დეკემბერი 2021 18:35
3
Sad gamogigzavno surati sadac aris dapiksirebuli rom ar iyo apsaiti?
Sergo
14 დეკემბერი 2021 14:17
0
გოლს საიდან გაიტან, ერთს არ ჩაგითვლის, მეორეს არ გაგატანინებს და მეტი რაღა გოლი, წინ რომელიც იყო მაგაზე არ მიდიოდა გადაცემა
ზუკა
12 დეკემბერი 2021 19:22
1
გამარტლება ასეთ საქციელს არ აქ რადგამ ამ კადრების მერეც ბევრი მსაჯი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იქნება რადგან საქართველოში ხომ ვერცერთ მასპინძლის ქომაგს ვერ დააჯერებ რომ სამართლიანად გაუგდეს მის საყვარელ გუნდს კაცი ან არ ჩაუთვალეს გოლი რაც მეტ დაძაბულ ფსიქოლოგიაში იქნებიან უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ კადრები მაქ ნანახი გეგუჩაძეს მეტოქე გუნდის ფანები აგინებდნენ რატომ მოგვიგეო
ნოდო
12 დეკემბერი 2021 16:17
9
თამაშს უყურე? 1 აშკარა პენალტი არ დაუდო, მეორე გოლი არ ჩაუთვალა, მეტი რა გინდა? ხალხი მივიდა ქომაგობა იყო და ზეიმი ჩაუშალეს, სირცხვილია, ჟურნალისტებიც არ წერენ არაფერს და როგორ გინდა განვითარდე? ამდენი დაწვა, ფოთის კოლხეთია უფულო და არა მადრიდის რეალი რომ 2 გოლი არ ჩაუთვალო და მაინც მოეგო, 119 გაეტანა ქომეთიანს ეეჰ
ზუკა
12 დეკემბერი 2021 17:07
3
2 არ დადებული პენალტი, 1 არ ჩათვლილი გოლი აბსურდული თამაშგარის გამო !
ეს არის სახე ქართული მსაჯების პროფესიონალების.
მიხაელ
12 დეკემბერი 2021 13:59
6

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0