თაღლითური ფსონების გამო ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი 1906" ლიგა 2-დან მოკვეთეს

AutoSharing Option
2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს უეფას სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების ზუგდიდის „დინამოსა“ და საფეხბურთო კლუბ თბილისის „შევარდენი 1906“-ის ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ზეგავლენის შესახებ.

სადისციპლინო კომიტეტი უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეო ჩანაწერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და
55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ზუგდიდის „დინამოსა“ და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება:

ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ დაჯარიმდა ფულადი ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით;
ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით - სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში;
ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: ნიკა აფხაზავას - 5 000 ლარი; ნიკოლოზ ბერიშვილსა და ავთო ენდელაძეს - 3 500 ლარი; სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუასა და როინ ჩხაიძეს - 2 000 ლარი.

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ს.კ თბილისის „შევარდენი 1906“-სა და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა იქნეს ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით;
ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს, გიორგი ნადირაძეს, ილია რეხვიაშვილს, დმიტრო ზოზულიას და ოლექსანდრ ვეჩტომოვს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო ნიკა ქორიძეს და იგორ კირიენკოს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით - სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში);
ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: დმიტრო ზოზულიას, ოლექსანდრ ვეჩტომოვს, ილია რეხვიაშვილს, ნიკოლოზ, ჯიშკარიანსა და გიორგი ნადირაძეს - 3 500 ლარი; ნიკა ქორიძესა და იგორ კირიენკოს 2 000 ლარი.

სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. კომიტეტის გადაწყვეტილების მოქმედება ჩერდება მხოლოდ ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების არგასაჩივრების შემთხვევაში იგი უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

erovnuliliga.ge
მკითხველის კომენტარები / 31 /
არადა ზუგდიდᲨი რა მაგარი გუნდის გაᲙეᲗება ᲨეიᲫლება.ბავᲨვობაᲨი 9 წელი დავდიოდი ფეხბურᲗᲨი და სამეგრელოს სულ მაგარი ბავᲨვები ყავდა.როგორი ტექნიკურები.
Zaza
23 მაისი 2022 11:44
0
ფეხბურთში კი არა ფეხბურთზე!
ავთო წარწყმედილი
23 მაისი 2022 18:31
0
ყველაზე დიდი დამნაშავე ფეხბურთელები არიან,სამარცხვინოები და ფულზე გაყიდულები,ნადირაძე ჯიშკარიანი ხუნჯგურუა ესენი ყველამ უნდა იცოდეს რომ არცერთ გუნდში არსად არ მოხვდნენ
luka
23 მაისი 2022 10:15
1
სამწუხაროდ მსგავსი (არც კი ვიცი რა ვუწოდო) მხოლოდ ქვედა ლიგებში არ ხდება, უმაღლესშიც არაა უცხო "გაკეთებული" თამაშები, უბრალოდ მათი გამოაშკარავება სცდება კონკრეტული კლუბის დონეს და უფრო ზევით და უფრო გავლენიან სიბრტყეში გადადის, კარგია რეაგირება რომ მოხდა, საყურადღებო პრეცენდენტია. ეს რომ პლეი ოფის თამაშებზე მომხდარიყო, დღეს სავარაუდოთ სხვა სურათი გვექნებოდა.
რეზო
23 მაისი 2022 10:10
0
ერთი ლიგით რომ დააქვეითეთ, გაისად სახელმწიფოს ფულით დაფინანსება არ დაგავიწყდეთ

გააგდეთ რეგიონლიგაში დაფინანსების გარეშე
Gimzeri
23 მაისი 2022 10:05
0
ყველა ვინც დამნაშავეა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში უნდა მისცე, ასევე ზუგდიდის სტადიონის(არაშენდას) მშენებელიც!
ქომაგი
23 მაისი 2022 07:39
0
როგორც მახსოვს 60000$ აქვს ნაყიდი ეს გუნდი ჯანაშიას და უკვე 3იმდენი ამოიღო. ეს მოსკოვში რომ თამაშობდა მაშინ ყომარობდა, რამდენჯერ სიომინს ჰყავს გამოგდებული კაზინოდან. ახლა კიდევ ეს ამბები. მოკლედ ამ კაცს არ აინტერესებს ფეხბურთის განვითარება
დავით 67
23 მაისი 2022 05:21
1
თქვენი არასწორი ****** *******, ვინც მაგ საქმეშია გარეული ყველას ***** ******. ყველანი ვცდილობთ ამ წუმპიდან ამოსვლას, რომ რაღაც ნორმალურ ქვეყანას დავემსგავსოთ და.. ესენი რას აკეთებენ.. ტფუი..
ილია
23 მაისი 2022 03:46
0
ზუგდიდის წარმომადგენელთან შეკამათება მომივიდა რამოდენიმ დღის წინ, მაგრამ არ ვუთხარი რასაც ვფიფქრობდი და რაც ისედაც აშკარა იყო, წავიდოდა სასწაულ გასვლას მოიგებდა, მერე კი სახლში ისე წაგებდა ვითომც არაფელი, ჯანაშიამ დაღუპა ეგ გუნდი
გოგა
23 მაისი 2022 00:15
1
კლუბის მფლობელი არ ისჯება?
ირაკლი
22 მაისი 2022 23:36
1
ჩვენ ხალხი ნერვებს ვიშლით ამ უმაქნისების გამო და ფეხბურზე დავდივართ თუ შოუში .
zurabi
22 მაისი 2022 23:22
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0