სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს

AutoSharing Option
ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი გადახდა თავს საქართველოს ნაკრების ყოფილ მცველს, გორის "დილას" უკანახაზელ გიორგი ფოფხაძეს. "დილა" "ლოკომოტივს" ხვდებოდა, როცა მეტოქე ფეხბურთელთან ძლიერმა შეჯახებამ მას ფუძის ძვალი დაუზიანა. მაშინ ბევრი შიშობდა, რომ ფოფხაძე საერთოდ ვეღარ ითამაშებდა ფეხბურთს...

მაგრამ უსიამოვნება უკვე გავლილია. გუშინ ფოფხაძეს დავუკავშირდით და მისგან ძალიან კარგი ამბავი გავიგეთ:

"ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. ცოტათი პირის გაღება მიჭირს, მაგრამ მითხრეს, რომ ეს დროებითია და სერიოზული პრობლემა არ არის. მეტიც - აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უკვე ჩვეულებრივად დაიწყებ ვარჯიშს, არანაირი
პრობლემა არ გექნებაო, ასე თქვეს ექიმებმა. ძალიან გახარებული ვარ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მომენატრა ფეხბურთი... ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანის მხარდაჭერა ვიგრძენი. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კლუბს, მთელ საფეხბურთო სამყაროს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი პრობლემა", - გვითხრა ფოფხაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე გამოჯანმრთლებას გისურვებ !
dave
22:30 21-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული