ფოთელებმა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მე-4 თამაში ჩაატარეს და აქედან მესამე 0:0 დასრულდა.
"საბურთალოს" შანსი ჰქონდა ეროვნული ლიგაში ზედიზედ მე-3 გასვლითი თამაში მოეგო, რაც პირველად მოხდებოდა, მაგრამ გიორგი ჭიაბერაშვილის გუნდმა ამ მიზანს ვერ მიაღწია.
არასრული 20 ტურის შემდეგ, "კოლხეთი" კვლავ ბოლოსწინა ადგილზეა, "საბურთალო" კი მე-6 პოზიციას ინარჩუნებს.