"ტორპედოს", რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, ეროვნული ლიგის ბოლო 10 თამაშიდან 9 ჰქონდა მოგებული, "კოლხეთმა" კი, ბოლო 6 შეხვედრიდან ვერცერთის მოგება მოახერხა. ფავორიტებად, ბუნებრივია, ქუთაისელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ მათ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს და ფოთელებმა ბოლო 9 შეხვედრაში მე-5 უგოლო ფრე ითამაშეს.
21 ტურის შემდეგ, მე-2 ადგილზე მყოფი "ტორპედო" თბილისის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მე-3 პოზიციაზე მყოფ "სამტრედიას" 2 ქულით