უკვე მივეჩვიეთ, რომ თუ "კოლხეთი" თამაშის იშტაზეა, ამ გუნდისგან ყველაფერს უნდა ელოდო. მასპინძლებს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა ფოთელთა სწრაფმა კონტრშეტევებმა. ზღვისპირელთა ფლანგელები სივრცეებს მაქსიმალურად ითვისებდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ მეურვეებს.
რა თქმა უნდა, ბურთი უფრო ხში
ფოთელებმა კარგად გაართვეს თავი მთავარ ამოცანას - ჩაკეტეს "ტორპედოს" ლიდერი გრიგოლ დოლიძე, ვინც ბოლოს ლამის მარტო დაეჩვია თამაშების მოგებას. ეჭვგარეშეა - მას შემდეგ, რაც ფოთელები კიდევ უფრო შეთამაშდებიან, უფრო ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლებათ.
არ შეიძლება, "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას არ გაუგო. ახალგაზრდა სპეციალისტს მას შემდეგ, რაც ფოთში მივიდა სამუშაოდ, ყოველ ექვს თვეში ახალი გუნდის აშენება უწევს.
მატჩის დაწყების წინ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ დააჯილდოვა ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული კახა ჩხეტიანი და ფეხბურთელი - გრიგოლ დოლიძე.
მატჩის სტენოგრამა
12' - ბექა ტუღუშის "სტანდარტი". გიორგი გურულმა ბურთი შემოატრიალა, თორნიკე კაპანაძეს კი ლაშა გოგონაიამ არ გაატანინა.
25' - ერიკ ოტიენომ კაპანაძეს არ გაატანინა - ფეხიდან ააცალა ბურთი.
30' - გიორგი კუხიანიძის შორეულ დარტყმას კოკა სეფიაშვილი ადგილზე დახვდა.
33' - ტუღუშის ჩაწოდების შემდეგ კაპანაძემ არაზუსტად დაარტყა.
39' - გიორგი ქიმაძის დარტყმა მახვილი კუთხიდან. სეფიაშვილი ბურთს აფიქსირებს.
40' - ტუღუშის პასის შემდეგ ქიმაძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ დაარტყა.
44' - დოლიძე მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში. მას ვარლამ კილასონიამ არ გაატანინა.
46' - ლევან კუტალიას თავურს სეფიაშვილი ადგილზე დახვდა.
49' - ქუთათურთა ჩაწოდების შემდეგ მასპინძლები მიიჩნევდნენ, რომ გოგონაიას ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.
53' - დოლიძის დარტყმის შემდეგ სეფიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
55' - კაპანაძის დარტყმის შემდეგ ბურთი ფოთელ მცველს მოხვდა.
56' - ისევ კაპანაძე, მაგრამ შემტევს სიზუსტემ უმტყუნა.
76' - დაფეს მშვენიერი პასი და გიორგი ჯანელიძე ასპროცენტიან მომენტს აფუჭებს. ფოთელები 11-მეტრიანს ითხოვდნენ...
89' - ქიმაძის ჩაწოდება და კუტალიას თავური. "კოლხეთი" გადარჩა.
90' - ისევ ჯანელიძის შანსი. ამჯერად ფოთელები ითხოვენ პენალტს.
ეროვნული ლიგა. XXI ტური
05.08. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-კოლხეთი 0:0
ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ადამაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური, ფალავანდიშვილი - დოლიძე, კუხიანიძე (46. კუტალია), ტუღუში (60. კუჭუხიძე) - კაპანაძე (78. კორობკა).
სათადარიგოები: ქვილითაია, მამასახლისი, ბაბუნაშვილი, ჭიჭინაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია, ვ. კილასონია, გოგონაია, ოტიენო - ბროვკო (75. ბახია), ნონდი, ბოლქვაძე, ჯანელიძე (90. მაჩარია), დაფი - კაკულია (46. დერევჩინსკი).
სათადარიგოები: შერმადინი, შალიკაშვილი, კოკაია, ბუხაიძე
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ფალავანდიშვილი (75), ვ. კილასონია (79), ბოლქვაძე (71), ნონდი (75)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო (თბ) 21 16 1 4 54-15 49
2. ტორპედო 21 13 5 3 31-14 44
3. სამტრედია 21 13 3 5 33-21 42
4. ლოკომოტივი 21 9 3 9 35-29 30
5. ჩიხურა 21 9 3 9 28-33 30
6. საბურთალო 21 9 2 10 29-27 29
7. დინამო (ბთ) 21 7 2 12 17-26 23
8. დილა 21 5 7 9 24-31 22
9. კოლხეთი 21 4 7 10 18-35 19
10. შუქურა 21 1 5 15 16-56 8
მომდევნო ტური
10 აგვისტო, ხუთშაბათი
დილა-საბურთალო 20:30
11 აგვისტო, პარასკევი
ლოკომოტივი-ტორპედო 18:00
12 აგვისტო, შაბათი
სამტრედია-დინამო (თბ) 18:00
13 აგვისტო, კვირა
ჩიხურა-დინამო (ბთ) 18:00
შუქურა-კოლხეთი 20:00.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"