ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ლოკომოტივი-ტორპედოს მატჩი 14 აგვისტოს გაგრძელდება

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი ლოკომოტივი-ტორპედო, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართა და 85-ე წუთზე შეწყდა, ორშაბათს 14 აგვისტოს დასრულდება.

გადაწყვეტილება სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ლიგის დებულების შესაბამისად მიიღო - მატჩის დარჩენილ დროს გუნდები 14 აგვისტოს 18:30 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ითამაშებენ.

ხოლო 11 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი, რომლის სხდომაც სამშაბათს, 15 აგვისტოს ჩატარდება.

მომზადებულია Eliga.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ