ეროვნული ლიგა. XXII ტური: "შუქურამ" 6-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
13 აგვისტოს ეროვნული ლიგის XXII ტურის ბოლო მატჩი გაიმართა.

"ბათუმი არენაზე" ქობულეთის "შუქურამ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშIთ 3:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-4 დავით ჩაგელიშვილმა გახსნა, 3 წუთში კი არფანგ დაფემ გაათანბრა. 

36-ე წუთზე გია ჩადუნელმა "შუქურა" წინ გაიყვანა. 48-ე წუთზე კი ალექსანდრე გურულმა უპირატესობა სხვაობა ორამდე გაზარდა.

91-ე წუთზე "კოლხეთმა" ალექსანდრ დერებჩინსკის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

ამ გამარჯვებით "შუქურას" 11 ქულა გაუხდა და კვლავ ბოლო ადგილზეა, "კოლხეთი" 19 ქულით კვლავ ბოლოს წინაზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯის უზნეობამ ზღვარს გადავიდა, 46–ე წუთი მათი უვიცობის ნათელი მაგალითია. გუშინ ორი ახალი გუნდი შეემატა ფეხბურთს. მსაჯელონა და მსაჯკოლხეთი
შუკურუკუ
12:29 14-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული