ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ზაალ ჩაჩავა: "ტორპედოს" უფრო მეტს დავახარჯავ, ვიდრე მევალება

AutoSharing Option
მკითხველმა იცის, რომ ქუთაისის "ტორპედო" მერისგან ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ გამოისყიდა. მან ივნისში ჩატარებულ აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის სანაცვლოდ 290 ათასი ლარი გადაიხადა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ჩაჩავამ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აიღო. ამას გარდა, საფეხბურთო აკადემიასაც უნდა მიხედოს.

ქუთაისელთა პრეზიდენტი ამბობს, რომ მხოლოდ ამ ვალდებულებებით არ დაკმაყოფილდება. ეს კომენტარი მან იმ ხმების გასაქარწყლებლად გააკეთა, თითქოსდა, რაკი ფეხბურთის განვითარების ფონდი ფულს იხდის, კერძო კლუბები თავიანთ კაპიტალს აღარ ხარჯავენ.

"მე ვალდებულება მაქვს, კლუბს წლიურად 500 000 ლარი დავახარჯო, თუმცა ეს "ტორპედოს" არ
ეყოფა და გაცილებით მეტის დახარჯვას ვაპირებ. მესაკუთრის ბუნებაა - როცა რაღაც შენია, გინდა, რომ ის საუკეთესო იყოს. ეს კი სწორედ დანახარჯს უკავშირდება", - ამბობს ჩაჩავა.

ქუთაისური კლუბის მეპატრონემ იმ პრობლემებზეც ილაპარაკა, რის გამოც "ტორპედოს" გადაცემის პროცესი ერთ წელიწადზე მეტხანს გაიწელა:

"ყოველთვის ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი. კლუბის პატრონობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდი დაარსდა. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ "ტორპედოსთან" ერთად საფიჩხიას ბაზაც უნდა გადმოეცათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

სტადიონის ქირაობის ხარჯს არ ვიხდით, ბაზაზე კი ვიხდით, მაგრამ - მინიმალურს. ბაზას ახლა ვარემონტებთ, ეს სამუშაოები 8 თვეში დასრულდება. სტადიონი კი ევროპაში ბევრ კლუბს არ აქვს და პრინციპში, ჩვენ ყიდვა არ გჭირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ