ეროვნული ლიგა. XXIII ტური: ბათუმის "დინამომ" "შუქურას" სძლია

AutoSharing Option
18 აგვისტოს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXIII ტური ბათუმში გამართული მატჩით გაიხსნა. "რაგბი არენაზე" ბათუმის "დინამომ" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მასპინძლებმა სამივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს. ანგარიში უკვე მეორე წუთზე ანზორ სუხიაშვილმა გახსნა. 33-ე წუთზე გოლით იაროსლავ კვასოვი გამოირჩა, 44-ზე კი - მიკა მგელაძე.

ქობულეთელებმა სხვაობის შემცირება მეორე ტაიმის დასაწყისში დავით ჩაგელიშვილის (46) გოლით მოახერხეს, 68-ზე კი ბრაზილიელმა მარსელინიომ საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა და "შუქურას" მატჩის გადარჩენის იმედი ჩაუსახა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში
აღარ შეცლილა.

ამ გამარჯებით ბათუმის "დინამომ" 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. 11 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე რჩება "შუქურა".

ტურის დანარჩენი შეხვედრები 19 და 20 აგვისტოს ჩატარდება.

ეროვნული ლიგა. XXIII ტური
18 აგვისტო
ბათუმი. რაგბი არენა. 20:00 (LIVE აჭარის ტელევიზიით)
დინამო (ბთ)-შუქურა 3:2
გოლები: 1:0 ანზორ სუხიაშვილი (2), 2:0 იაროსლავ კვასოვი (33), 3:0 ნიკა მგელაძე (44), 3:1 დავით ჩაგელიშვილი (46), 3:2 მარსელინიო (68).

19 აგვისტო
თბილისი. დავით პეტრიაშვილი. 19:00
საბურთალო-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
6: +1 =1-4, 10-20
დისკვალიფიკაცია: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) - გურამ სამუშია (სამტრედია)
I-II წრე 1:2, 2:3

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 21:00 (უმაყურებლოდ)
ტორპედო-დილა
ურთიერთშეხვედრები
55: +31 =7 -17, 101-64
I-II წრე 1:1, 2:0

20 აგვისტო
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 17:30
კოლხეთი-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
28: +10 =4 -15, 41-49
დისკვალიფიკაცია: ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი)
I-II წრე 0:5, 2:1

თბილისი. დინამო არენა. 20:00 (LIVE I არხზე)
დინამო (თბ)-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
16: +10 =3 -3, 40-13
დისკვალიფიკაცია: გიორგი კუცია (დინამო) - გიორგი კორიფაძე (ჩიხურა)
I-II წრე 2:1, 1:2.
მკითხველის კომენტარები / 6 /
Xo aba ra dinamo msajebit igebs da torpedo sul suftad igebs. Batumis dinamostan torpedom rac moigo yvela msajebit moigo gadaatvaliere videoebi.
dinamo batumi
19 აგვისტო 2017 13:01
0
მსაჯებმა ბევრი კულა ცაარტვა ბათუმის "დინამოს " გეისჰენე ტამასჰი დინამო ტბ,კუტაისის " ტორპედოსტან" ."სამტრედიასტან და ბევრი სჰვა ... ასე რომ "დინამო"ბათუმს არა სედოს მსაჯები არ ეხმარებიან ,პირიკიტ.
otar
19 აგვისტო 2017 11:58
0
შემდეგი თბილისის დინამოა, უნდა მოვუგოთ თუ რამის ამბიცია გვაქვს.
roma
19 აგვისტო 2017 11:32
0
დინამომ მსაჯებით მოუგო შუქურას ვინ ქაჩავს დინამოს ფედერაციავ მსაჯობას მიხედეთ ტორპედოს 20000 ლარით რო დააჯარიმეთ ყრუაშვილს რატო არ მიეცით დისკვალიფიკაცია 1 წლით და 20000ლარით მაგრამ არ გაწყობთ დასავლეთში ფეხბურთს კლავთ მაშინ ჩაატარეთ ტბილისის ჩემპიონატი დინამო,საბურტალო,ლოკომოტივი,,,,,,,
ლევანი
19 აგვისტო 2017 09:32
0
აქ უსტადიონობაზე და ფეხბურთის პრობლემებზე გავაკეთე კომენტარი და რატო არ გამოაქვეყნეთ გამეცით პასუხი...
ვაი
19 აგვისტო 2017 01:46
0
გილოცავ "დინამო " ბატუმს 3 კულას,აჰლა მტავარია " დინამო"თბ. 1 კულა ევიხოტ.....
otar
18 აგვისტო 2017 23:24
0

სიახლეები პოპულარული