ფოთის "კოლხეთმა" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. 39-ე წუთზე კი ალექსანდრ დერებჩინსკიმ გაათანაბრა.
გამარჯვების გოლი 50-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით "ლოკომოტივს" 36 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.
ლოკომოტივი მართლა კარგად იბრძვის, დიდი ჩავარდნის მერე დალაგდა კლუბი,თუმცა კიდევ ერთი დიდი ჩავარდნა წინა აქვთ და არ უნდა დაუშვან.