ეროვნული ლიგა. XXIII ტური: "ლოკომოტივმა" "კოლხეთს" სძლია

AutoSharing Option
20 აგვისტოს ეროვნული ლიგის XXIII ტურის მატჩი გაიმართა.

ფოთის "კოლხეთმა" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. 39-ე წუთზე კი ალექსანდრ დერებჩინსკიმ გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი 50-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა გაიტანა.

ამ გამარჯვებით "ლოკომოტივს" 36 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არფანგ დაფეს არყოფნა ეტყობოდა კოლხეთს,ჯერ კიდევ შეკვრა და დალაგება აკლია კოლხეთს.
ლოკომოტივი მართლა კარგად იბრძვის, დიდი ჩავარდნის მერე დალაგდა კლუბი,თუმცა კიდევ ერთი დიდი ჩავარდნა წინა აქვთ და არ უნდა დაუშვან.
Guadua
10:09 21-08-2017
0

სიახლეები პოპულარული