ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXIV ტური: "ლოკომოტივმა" ზედიზედ მესამედ მოიგო

AutoSharing Option
25 აგვისტოს ეროვნული ლიგის XXIV ტურის მატჩი გაიმართა.

ქობულეთის "შუქურამ" "ბათუმი არენაზე" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

პირველი გოლი მეტოქის კარში ვატო არველაძემ 26-ე წუთზე გაიტანა. 62-ე წუთზე უპირატესობა 2-მდე გაზარდა მამია გავაშელიშვილმა. 66-ე წუთზე დავით ჩაგელიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "ლოკომოტივს" 39 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.