ჩიხურა-საბურთალო 0:0 - სად დაიკარგა ის თამაში?

AutoSharing Option
ამ შეხვედრაზე ბევრის რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მთავარია, სად დაიკარგა ის თამაში, რომელსაც გასულ სეზონში "ჩიხურა" აჩვენებდა? გუნდი, რომელიც გარდამავალი ჩემპიონატის მშვენება იყო, ახლა საკუთარ თავს აღარ ჰგავს. თუკი მცირე ხნის წინ "საბურთალოს" მსგავს ახალგაზრდულ გუნდს სოსო ფრუიძის გაწვრთნილები კლასითა და გამოცდილებით უგებდნენ, ახლა ეს ვეღარ მოახერხეს.

ალბათ, იმიტომ, რომ "საბურთალო" გაიზარდა და ძველებურად გამოუცდელი აღარ არის, საჩხერელებმა კი პროგრესი შეაჩერეს, ვერც "ახალი სისხლის" გადასხმა მოახერხეს და საშუალო დონეზე გაჩერდნენ.

ივანწმინდაში გამართული უშუალო კონკურენტების მატჩი ორივე გუნდიდან საკვანძო მოთამაშეებმა გამოტოვეს
- საჩხერელებს დიმიტრი ტატანაშვილი და ლაშა ჩიკვაიძე დააკლდათ, ხოლო "საბურთალოს" - თორნიკე თარხნიშვილი და ლუკა ლაკვეხელიანი.

პირველი ტაიმი საკმაოდ უფერული გამოდგა და მომენტიც ბევრი არ შექმნილა. მეორე ნახევარში კი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტემპს მოუმატა და ზურაბ მწყერაშვილის კართან რამდენიმე ეპიზოდში აშკარად "დაცხა". მოშიშვლებული დაცვის გამო სტუმრები საჩხერელებს პრობლემებს უქმნიდნენ, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს.

სხვათა შორის, ორივე გუნდი პენალტს ითხოვდა, თუმცა ჯენერი ხორავამ მათი პრეტენზია არ დააკმაყოფილა. საინტერესო სტატისტიკაა - "საბურთალომ" გასვლაზე 18 ქულა მოიპოვა, შინ კი - 16.

მატჩის სტენოგრამა
3' - კოხრეიძე საჯარიმოში შეიჭრა და ჭელიძესთან შეჯახებისას წაიქცა. სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა.
11' - საჩხერელთა კონტრშეტევას დეკანოიძე აგვირგვინებდა. ბურთს ჯერ მეკარე კუპატაძე გადაეღობა, შემდეგ კი ძელს მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ.
32' - ისევ დეკანოიძემ შეუტია, კარიდან ოდნავ წინ გამოსული მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ მიზანს ააცილა.
41' - გია ჩაბრაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ დარჩენილმა საბურთალოელებმა, ხარაიშვილმა და ვოლკოვმა, ერთმანეთს ხელი შეუშალეს და მშვენიერი საგოლე მომენტით ვერ ისარგებლეს.
47' - კუთხურის გათამაშების შემდეგ გრიგალაშვილმა ბურთი ხარიხას მოარტყა. "ჩიხურა" გადარჩა.
52'
- "საბურთალოს" კონტრშეტევა. ვოლკოვმა სახიფათო პოზიციიდან დაარტყა. მწყერაშვილმა საიმედოდ ითამაშა.
75' - ჭელიძემ საბურთალოელთა შეტევა შეაჩერა, მაგრამ ბურთი ცუდად მოიგერია და კარის წინ კოხრეიძე აღმოჩნდა - მწყერაშვილმა "ჩიხურა" აშკარა გოლისგან იხსნა.
81' - პენალტს უკვე საჩხერელები ითხოვდნენ. ჭელიძის შეტევისას ცნობილაძეს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.
90' - ბიძინაშვილს სტუმართა სწრაფი კონტრშეტევის გოლით დასრულება და "საბურთალოსთვის" 3 ქულის მოტანა შეეძლო, მაგრამ მეკარეს ბურთი თავზე ვერ გადაუგდო.
90+2' - ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ ბურთი კარში ცნობილაძემ გაგზავნა, მაგრამ მას მცველი გადაეღობა და საჩხერელებს ქულა შეუნარჩუნა.

ეროვნული ლიგა.  XXIV ტური
25.08. ივანწმინდა
ჩიხურა-საბურთალო 0:0
ჩიხურა (4-2-3-1): მწყერაშვილი - გრიგალაშვილი, კაშია, ჭელიძე, კორიფაძე - დობროვოლსკი (76. კაკუბავა), ფონიავა (63. სარდალიშვილი), განუგრავა - ივანიშვილი (66. კვერნაძე), გაბედავა - დეკანოიძე.
სათადარიგოები: ჰამზიჩი, მირცხულავა, გაბაძე, გორგიაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, თედ. გრიგალაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია - მამუჩაშვილი, ტერა (46. ბიძინაშვილი) - შინდაგორიძე (67. მუიეცი), ხარაიშვილი, ვოლკოვი - კოხრეიძე (83. მალი).
სათადარიგოები: გოშაძე, მარგველაშვილი, გვარაძე
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
გაფრთხილებები: დეკანოიძე (50), შინდაგორიძე (65), ნადარაია (88)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივარ) 11
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10

მომდევნო ტური
8 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-სამტრედია
ტორპედო-ჩიხურა

9 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-დილა
დინამო (თბ)-შუქურა

10 სექტემბერი, კვირა
საბურთალო-დინამო (ბთ).

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფრუი როტაციას კი არა, ფსევდო როტაციას მიმართავს და ჯიუტად თავის ლუბიმჩიკებს ათამაშებს! აი შედეგიც! გაიტანეთ გრენლანდია!!!
"საჩხერელი-ს" ვინ ყველა თამაშობს?! მინიმუმ 0:2- დან (უფრო ხშირად 0:3) აკეთებს შეცვლებს! არადწორად შერჩეული ძირითადი შემადგენლობისა! და თან მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ჰა, ჰა 20 ადრე! ვისაც ეკუთვნის იმათ არ ათამაშებს ძირითადში, მიკერძოებული ფრუიძე! მისით ილოა კმაყოფილი!
dato
15:36 29-08-2017
0
თუ როტაციას მიმართავს ე.ი. ყველა თამაშობს.თქვენ ნათქვამს ეწინააღმდეგებით ლუბიმჩიკებთან დაკავშირებით.
საჩხერელი
21:07 28-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული