ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი კიევის "დინამოში", გიორგი ჩაკვეტაძე - "გენტში"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელები: ლუკა ლოჩოშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას უცხოურ კლუბებში გააგრძელებენ. ამის შესახებ "დინამოს" ოფიციალური საიტი იუწყება.

ლოჩოშვილმა კონტრაქტი უკრაინული ფეხბურთის გრანდ კიევის "დინამოსთან" გააფორმა, ჩაკვეტაძე კი ბელგიურ "გენტში" გადავიდა, რომელსაც სანაკრებო მატჩების შემდეგ შეუერთდება.

"დინამო" სატრანსფერო სარგებლის გარდა, მომავალში ამ ფეხბურთელების გასხვისებიდანაც მიიღებს დივიდენდებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ხანდახან გადაატვალიერეთ ევროპის იმ ქვეყნებისცხრილები სადაც ეს ცვენი ბიჭები ირიცხებიან თორემ თამაში ძალიან ნაკლებად უწევთ და ეს გუნდებიც სადღაც ბოლო ადგილებზე არიან
ერთი და იგივე რამდენჯერ უნდა ითქვას
16:47 07-09-2017
0
გუადუა,დინამოს სტადიონი-18,ლოკომოტივი და პეტრიაშვილი-4,გორი და ბათუმიც -4,ზესტაფონშიც მოუწევს რამე თამაში,არც ქუთაისი საფარია მთლად ყანა.უკვე ქუჩდება,არა?დინამოს ფეხბურთელებისათვის ვგულისხმობ.30 თამაშამდე სეზონში ნორმალურ საფარზე,საკმაოდ ნორმალურია და განვითარებაც შეიძლება,თორემ შუქურას ფეხბურთელი სავარჯიშოდაც კი მეცოდება.კერძო მფლობელობის საკითხში მთლიანად გეთანხმები.ბათუმის რაგბის სტადიონი ბუნებრივ საფარიანია.დინამოს,ლოკომოტივის და საბურთალოს ფეხბურთელებს ნორმალური სავარჯიშო ბაზები აქვთ და მათზე ვამბობ,რომ ნაადრევი და თან მიზერულ ფასად გაყიდვა გვაზარალებს.თანაც გენტში რომელი ქართველი გაიზარდა?ისინი შენს ტალანტას არ უფრთხილდებიან,კიევის დინამოშიც აღარ არის ლობანოვსკი და აღარც უკრაინის ჩემპიონატია ისეთი,ადრე რომ იყო.
სოსო
11:54 01-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული