ეროვნული ლიგა: "სამტრედიამ" "კოლხეთი" დაამარცხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის XXV ტურში ფოთის "კოლხეთმა" საქართველოს ჩემპიონ "სამტრედიას" ბათუმში უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

მე-12 წუთზე სტუმრები გურამ სამუშიამ დააწინაურა, ხოლო 54-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა ორამდე გაზარდა უპირატესობა. მესმაე გოლი მასპინძელთა კარში ანტე გიიმ გაიტანა 67-ე წუთზე.

70-ე წუთზე ფოთელებმა ერთი გოლი გაქვითეს, ეს გიორგი ბუხაიძემ მოახერხა.

"სამტრედიას" 25 ტურის შემდეგ 48 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, "კოლხეთს" 19 ქულა დარჩა და ისევ ბოლოსწინა ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამტრედიას უკვე ისე კრიტიკულად ცუდად აქვს საქმე რომ თუ ჩემპიონობის იმედი კიდევ აქვს დარჩენილი გონებაში, მაშინ ყველა დარჩენილი თამაში მხოლოდ უნდა მოიგოს.
QWERTY
15:33 09-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული