რომან ფიფია: კიდევ სამ ფეხბურთელზეა მოთხოვნა, უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" ვხვდები...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ბოლო დროს განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "დინამოდან" ბელგიურ "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა, ლუკა ლოჩოშვილი კი კარიერას კიევის "დინამოში" აგრძელებს. რომან ფიფიას თქმით, მათ გარდა, სერიოზული მოთხოვნა თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილ კიდევ სამ ფეხბურთელზეა...

- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები
აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე.

- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც...
- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...

- ვის ტრანსფერზე?!
- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ადრე ბატონი ფიფია ამბობდა რომ ლიგა იყო მისთვის პრიორიტეტი და ყველაფერს გააკეთებდა,რომ ლიგაზე გაეყვანა გუნდი,მაგრამ არ იყვენ ქართველი ფეხბურთელები სათანადო დონის და უცხოელები კიდევ ე.წ კარგი ლეგიონერები აქ არ ჩამოდიოდნენ და ამიტომ იყო წარუმატებლობა და ამის გამოსასწორებლად გაკეთდა აკადემია რომ ნიჭიერი ახალგაზრდებით დაეკომპლექტებინათ გუნდი მართლაც ძალიან კარგი გუნდი შედგა სეზონის დასაწყისში კარგი მწვრთნელის ხელში გუნდში იყვნენ ლიდერები არაბული,ჩაკვეტაძე ,ლოჩონაშვილი,ლობჟანიძე და სხვები გუნდი კარგ გამართულ ფეხბურთს თამაშობდა გოლებიც გაქონდათ თამაშებსაც იგებდნენ და რაღაც იმედის სხივი გაგვიჩნდა გულშემატკივრებს რომ ლიგაზე ან ევროპაზე ეს ბიჭები თავის სიტყვას იტყვიანთქო მაგრამ დღეს ვხედავ რომ ზ.ა აღაცერთი ფეხბურთელი აღარ არის გუნდში და კიდევ 3 გაყიდვასაც აპირებენ და კითხვა მიჩნდება ფიფია ქართული ფეხბურთი და დინამოს მომავალი რომ ადარდებდეს და აინტერესებდეს ასეთ პოლიტიკას გაატარებდა თუ პირიქით შეცდებოდა რომ ყველა ქართველი ფეხბურთელი ვინც კი თამაშობს და აქვს ტალანტი შეგროვებინა გუნდში ევროპაში აღარ დარჩა ქვეყანა ჩვენს გარდა რომლის გუნდიც არ მოხვედრილა ლიგაზე ან ევროპაზე აზერბაიჯანული ყაზახური კვიპროსული და ბელორუსიული გუნდები გადიან რეგულარულად და ჩვენ პირველივე ეტაპზე ვარდებით უკვე ბოლო 3 წელია ესეთი პოლიტიკა ქართულ ფეხბურთს არ ადგება არც კლუბს და არც ნაკრებს ესეთი პოლიტიკა კონკრეტული პიროვენებებს ჯიბებს ადგება მხოლოდ.
daTo
13 სექტემბერი 2017 17:20
0
საღი აზროვნება გაქვს დათო. ნეტა ყველა ეგრე ფიქრობდეს.
თემო
14 სექტემბერი 2017 02:25
0
დინამოში ვინღა ითამაშებს?ესენი მარტო თავის ჯიბეზე ფიქრობენ
ალეკსანდრე
13 სექტემბერი 2017 10:29
2
არ არის ეს კაცი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი. თავის ჯიბის გულშემატკივარი ნაღდად არის. შენ ოჯახ დალაცვილო, ამ პატარა ბიჭებს კაპიკებში რომ ყიდი, არ ჯობია ათამაშე ერთი წელი მაინც ევრო თასებზე, იქნებ უფრო კაი გუნდმა იყიდოს კაი ფასად.
ალეკო
14 სექტემბერი 2017 11:02
2
დინამოს მაისურებზე ქართული დ რომ ეწეროს რუსულის ნაცვლად არ შეიძლება?
zviads
13 სექტემბერი 2017 13:33
4
27 -წელია ფეღბურთს კლავთ ეგრე გააგრძელეთ რომ მალე აიკრძალოს ეს სპორტი საქართველოში!! მე პირადათ რასაც ქვია ფეღბურთით ვცხოვრობდი სანამ არ შემაზიზღეთ!
fu
13 სექტემბერი 2017 11:59
0
ვინც ქართული ფერბურთი გააუბედურა და კიდევ აუბედურებს ყველას გაუხმეს თავი)
lui
13 სექტემბერი 2017 13:56
0
მიდის გაცხოველებული "კაცთა ყიდვა-გაყიდვა" რას იზამ, ბიზნესი ექწოდება ახლა ამას.საკუთარ ქვეყანაში ხელოვნურად კლავენ ფეხბურთს რომ სხვა ქვეყნებში გაასაღონ ნიჭიერი ქართველები.
ფულის შოვნა უნდათ და დახარჯვა არ უნდათ.
ეყოლება მერე სუსტი ჩემპიონი საქართველოს და ისევ კიდევ ერთჯერ თავჩაქინდრულნი გამოვარდებიან პირველი მატჩებიდან.

დღეს ვფიქრობდი - სამტრედიას საკლუბო ფასია 4 მილიონი დოლარი, ბიუჯეტი კი 400 000 დოლარი, ყარაბახის საკლუბო ფასია 12 მილიონი დოლარი (3 ჯერ მეტი ვიდრე სამტრედიაზე) ხოლო ბიუჯეტი კი 30 მილიონი დოლარი (ამობებენ 40 -იცო) ესე იგი სამტრედიაზე 70-100 ჯერ მეტი ხოლო კლუბის სატრანსფერო ფასზე 3 ჯერ მეტი.

ვხედავთ სადა ვართ და რა დონეზე ვართ ფინანსირებაში?
მერე არ გაგვიკვირდეს რომ გაისად ისევ იმედგაცრუებული დავრჩებით.
მე მგონი ქართველთა უნარ-ტვინზე დაყრდნობით მაინც რომ მივაღწიოთ რაიმეს, კლუბს მინიმუმ იმდენი უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი რაც ღირს ამ კლუბის ფეხბურთელები ჯამურად. ანუ სამტრედია, დინამო, ტორპედოს, ჩიხურას, ყველას უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი მინიმუმ 4 მილიონი ევრო. ანუ 12 მილიონი ლარი, ანუ 12 ჯერ მეტი ვიდრე დღეს არის. სხვანაირად?განწირულები ვართ ახალ გეგმაზე გადასვლით-კაცთგაყიდვის. 10 წელიწადშDი ევროპაში ყველაზე მეტი ლეგიონერი ქართველი იქნება.
Jango
13 სექტემბერი 2017 15:55
0
იცით რა არის გასაკვირი პირველ რიგში სპორტულ ჟურნალისტებს ეხება ეს:რატო არ უსვამთ კითხვას ფიფიას დაპირებული კოხტა არენის შესახებ,დიღმის ბაზასთან მშენებარე კორპუსების ამბავი ხო მოაგვარა წინასაარჩევნოდ კალაძემ?
ბაჩო გ
13 სექტემბერი 2017 14:33
1
ეს ბიჭები თავიანთ თავენს კი უშვეიან, მარა დინამოს რაღა ეშველება? ასე თუ მალ-მალე გაყიდა ფიფიამ ფეხბურთეები და მისი შემცველი არ მოიყვანა, ეს რა გამოვა. ის ხალხი კაპიკებში იყიდის ჩვენ ხალხს და მერე კაი მილიონებში გაყიდიან თუ გაამართლა. ესაა მათი მიზანი. ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს რა ეშველება? უკვე ბოლოადგილოსანსაც რომ ძლივს გადაურჩა. გაგვცეს პასუხი ფიფიამ. ამდენი წელი თალში ნაცარს რომ გვაყრის
manchester 1
13 სექტემბერი 2017 16:13
0
.საქულას დუქანი,,ჩასტნი ლავოჩკა,, გახადეს ოდესღაც სახელოვანი თბილისის ,,დინამო,,...ესაა ,,ქართული პოსტ-საბჭოთა ,,მოდერნიზებული,,კაპიტალიზმი.,, და სახელწიფო საკუთრების ერთ ბიზმესმენის კერძო ხელში გადაცემის შედეგი-ერთი პიროვნების მიერ მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით მიღებული გადაწყვეტილებები....როცა არ არის არჩევნები თბილისის,,დინამოს,,პრეზიდენტის,,მენეჯმენტის...როცა არ არსებობს გულშემატკივრის მიერ დაკვეთა: კლუბის მართვაში პრიორიტეტების განსაზღვრა,,,სატრანსფერო ,,პოლიტიკის,,განსაზღვრა
ზაზა
13 სექტემბერი 2017 13:32
1
თბილისის,,დინამოს,,და საერთოდ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს იმედი გაგვიჩნდა,რომ ჩაკვეტაძესთან,ლოჩოშვილთან...ერთად თბილისის,,დინამო,,მომავალ ზაფხულს წარმატებულად გამოვიდოდა ევროტურნირებზე!...როცა ბატეს,შერიფის,ვარდარის,ყარაბახის დონის კლუბები პრაქტიკულად მუდმივად მონაწილეობენ ჩემპიონთა და ევროლიგის ჯგუფებში,როცა სლოვენიის ,,სოფლის კლუბი,,,,დომჟალე,, აგდებს გათამაშებიდან გერმანიის ბუნდესლიგის(!) ,,ფრაიბურგს,,ხოლო ,,ევერტონს,,ბოლო წუთებამდე ანერვიულებს,როცა ლუქსემბურგის კლუბმა ,,გლაზგო რეინჯერსი,,გამოაგდო ...სულ მცირე სტიმულის საფუძველი მაინც ხომ უნდა გახდეს ,,დინამოს,,ხემძღვანელობისთვის?..ან ღირსებაზე მაინც არ მოქმედებს ,როცა ნულოვანი ისტორიის მქონე კლუბები ევროტურნირების ჯგუფების მუდმივი მონაწილეები არიან,ხოლო უდიდესი ისტორიის მქონე,საქართველოს სიამაყე,სახელოვანი თბილისის,,დინამო,,რომლის შესანიშნავი,სანახაობრივად ბრწყინვალე ფეხბურთი აღტაცებას იწვევდა სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთის გულშემატკივრებში საერთოდ იკარგება ,დავიწყებას ეცემა საერთაშორისო ასპარეზზე(?)....თბილისის,,დინამოს,,თამაშებზე დასაწრებად თბილისში ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთის გულშემატკივრები (მათ შორის-ცნობილი უნგრელი მწვრთნელი კოვაჩი,ტოტალური ფეხურთის,,მამა,,სახელოვანი,70წწ-ის ,აიაქსის,,მწვრთნელი ჩამოვიდა თბილისში ,,დინამოს,, მატჩზე მოსკოვის,,ტორპედოსთან,, 1978 წელს და მატჩის შემდეგ აღფრთოვანებულმა იწინასწარმეტყველა 2-3 წელიწადში თბილისის,,დინამოს,,მიერ ერთ-ერთი ევროპული საკლუბო ფეხბურთის თასის მოგება!)...დღეს-ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრები,მონატრებულები ,,დიდ,,ფეხბურთს,აპირებენ ბაქოში იხილონ ჩემპიონთა ლიგა .გასაგებია,რომ შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა,ფინანსები....რომ მაგ.ყარაბახის ბიუჯეტი გაცილებით მეტია,მაგრამ ,,ყარაბახის,, ხარჯების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ლეგიონერის დათანხმებაა აზერბაიჯანში თამაშზე 2-3- ჯერ მეტ ფასად,ხელფასზე ,ვიდრე ევროპულ კლუბში.თბილისის,,დინამოს,,აკადემიაში აღიზარდა თაობა და შესაძლებლობა გაჩნდა გაცილებით ნაკლები ხარჯებით გახდე კონკურენტუნარიანი თუნდაც ყარაბახის,ბატეს,შერიფის...საბოლოოდ თბილისის,,დინამომ,,უნდა გაუშვას ახალგაზრდები ევროპულ კლუბებში,მაგრამ დრო უნდა იყოს ზუსტად განსაზღვრული,როცა იდეალურად დაემთხვევა კლუბის და ფეხბურთელის ინტერესები!კლუბი უნდა იყოს წარმატებული,მუდმივი მონაწილე ევროტურნირების,ფეხბურთელიც ,,დინამოდან,,უკვე წარმატებული უნდა მიდიოდეს,გაცილებით მეტი სატრანსფერო ფასი უნდა მიიღოს ,,დინამომ,,,ფეხბურთელმაც შესაბამისი და მეტ ანაზრაურებაზეც(აგენტებმაც მეტი!) ....შარშან განაცხადა თბილისის,,დინამოს,,ხემძღვანელობამ,რომ ზაგრების ,,დინამოს,,პოლიტიკაა მათთვის სამაგალითო,მაგრამ ფაქტში...ზაგრებმა ჩორიჩი ჯერ ათამაშა ევროტურნირზე და მერე მიიღო 20(!) მილიონი ტრანსფერიდან კლუბმა,შესაბამისად ფეხბურთელმაც თავისი და ანაზღაურებაც მაღალი კლუბში,აგენტებმაც ....
ზაზა
13 სექტემბერი 2017 13:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული