ეროვნული ლიგა. XXVII ტური. წარუმატებელი სერია ბათუმის "დინამომ" შეწყვიტა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის პირველ მატჩს ფოთის "კოლხეთი" და ბათუმის "დინამო" ცუდ ფორმაში შეხვდნენ. სამტრედიაში გამართულ დაპირისპირებაში წარუმატებელი სერია ბათუმელებმა შეწყვიტეს - 2:0.

"კოლხეთს" მასპინძლის სტატუსით მარტის შემდეგ არ მოუგია. მას შემდეგ ფოთელებმა 3-ჯერ იმარჯვეს, მაგრამ სამივეჯერ სტუმრად, უკანასკნელად კი 13 შეხვედრის წინ. ბოლო 6 დაპირისპირებაში "კოლხეთს" ქულაც კი არ აქვს აღებული.

რაც შეეხება "დინამოს" - ზედიზედ 3 წაგების (აქედან ბოლო ორის ანგარიშით 0:5) შემდეგ, ბათუმელებმა ხასიათი გამოიკეთეს და ცხრილში ერთი საფეხურით წინაც წაიწიეს. "დინამომ" ეს ოთარ მარცვალაძისა და
იაროსლავ კვასოვის
მიერ 28-ე და 32-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული