ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები

AutoSharing Option
წლების წინ გიორგი დევდარიანმა ბევრისთვის გაუგებარ კილომეტრებზე დაიწყო ლაპარაკი - რომ ევროპაში ფეხბურთელებს უთვლიდნენ, რამდენს დარბოდნენ და იმაზე, რომ ფეხბურთელების ქმედუნარიანობას აპარატით ითვლიდნენ...

იყო შეხედულება, თითქოს, ქართველი ფეხბურთელები არ დარბოდნენ და მოძრაობა ეზარებოდათ. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორედ გამოიყენა "პოლარის" სისტემა, რომელიც ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა. პროგრამის მონაცემებმა აჩვენა, რომ, თურმე, ქართველებიც დარბიან. შესაძლოა, ისე ხარისხიანად და ინტენსიურად არა, როგორც ევროპელები, მაგრამ მაინც დარბიან.

დაფარული მანძილით ქართველი ფეხბურთელები საუკეთესო მაჩვენებლებთან ახლოს არიან - სადღაც 11-12 კილომეტრს
ფარავენ. მაქსიმალურ სისწრაფეს რაც შეეხება: "ლელო" უკვე წერდა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "საბურთალოს" მცველ ლუკა ლაკვეხელიანს გასაოცარი შედეგი - 34.9 კმ/სთ დაუფიქსირდა. თურმე, ჩვენ თვალწინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი თამაშობს.

- 34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!

ინტერნეტში ადვილია მსგავსი და ბევრი სხვა საინტერესო მონაცემის მოძიება. ასე რომ მივყვეთ და გავიგოთ, როგორი მაჩვენებლებია მაღალ დონეზე. დავინტერესდით და ძალიან საინტერესო ციფრებს წავაწყდით.

მანძილი ამპლუის მიხედვით
აქსიომაა, რომ ფეხბურთელი გარკვეულ მანძილს ამპლუიდან გამომდინარე დარბის. ყველაზე ცოტა დატვირთვა, ცხადია, მეკარეებზე მოდის - 1.5 კილომეტრიდან 3 კილომეტრამდე მანძილს ფარავენ.

მეკარეებთან შედარებით მეტი სირბილი ცენტრალურ მცველებს უწევთ, რადგან უმთავრესად, საკუთარ საჯარიმოში ტრიალებენ და მეტოქის ნახევარზე მხოლოდ "სტანდარტულის" ან კუთხურის შესრულებისას მოძრაობენ. მათი საშუალო მონაცემი 5-7 კმ-ია.

ფლანგის მცველებს ბევრად მეტი ჯაფა ადგათ, რადგან შეტევებში ცენტრალურ მცველებზე ხშირად ერთვებიან და გასაკვირი არ არის, რომ მათი მონაცემები 8-10 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს.

დიდ სამუშაოს ასრულებენ ფლანგის ნახევარმცველებიც, რომლებიც ასევე დიდ მანძილს ფარავენ. მათი მონაცემები დაახლოებით 11-12 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს.

ადრე თავდამსხმელებიც, დაახლოებით, ცენტრალური მცველების რეჟიმში, მხოლოდ მოედნის გარკვეულ სეგმენტზე მოძრაობდნენ, მაგრამ ბოლო წლებში მათი სამოქმედო არეალი საგრძნობლად გაიზარდა - შემტევს, რომელიც დაცვას არ ეხმარება და ბევრს არ მოძრაობს, თანამედროვე ფეხბურთში აღარ სწყალობენ. უკეთეს პოზიციაში მოხვედრისა და გატანის იმედად, ასევე, მეტოქის შეტევის ჩასაშლელად, მათ უბურთოდ ბევრი მოძრაობა უწევთ. ამიტომ, მათი მაჩვენებელი გაიზარდა და საშუალოდ 7-10 კმ-ის ფარგლებშია.

მართალია, ჩვენს პირველობაზე საუკეთესო მონაცემები ფლანგის მცველებსა და თავდამსხმელებს დაუფიქსირდათ, მაგრამ ევროპაში იციან, რომ ყველაზე მეტი მოძრაობა ცენტრალურ ნახევარმცველებს უწევთ, რადგან ამ პოზიციაზე რთული ამოცანები წყდება: შუა ხაზი ვალდებულია, გუნდის ერთიანი სტრუქტურის ორგანიზება მოახერხოს, დაცვიდან ბურთი სწრაფად ამოიტანოს, შეტევა ასევე სწრაფად წამოიწყოს და მეტოქის იერიშები შეაჩეროს.

ისინი საშუალოდ 10-12 კილომეტრს ფარავენ. ეს ამ პოზიციის მოთამაშისთვის ჩვეულებრივი ნორმაა და არა - ზემაჩვენებელი.

თუმცა, რაც უნდა გასაოცარი იყოს, თამაშის დროს ყველაზე მეტს... არბიტრი დარბის, რომლის საშუალო მაჩვენებელიც ევროპაში 13-14 კილომეტრია, ხოლო ლაინსმენების - 8-9 კილომეტრი.

რა ტემპში იფარება მანძილი
ცხადია, საინტერესოა, რაში ჩამოვრჩებით ევროპელებს ყველაზე მეტად. პირველი - საშუალოდ, ტოპგუნდების მოთამაშეები ჯამურად 105-109 კილომეტრს ფარავენ. საქართველოში ეს მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამდენად, სწორედ ეს იქნება მნიშვნელოვანი იმის გასაგებად, რომ ევროპელებს გუნდური კილომეტრაჟისა და სპრინტების რაოდენობაში შევედაროთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ჩემპიონატში ეს მაჩვენებელი ტოპლიგებისას ჩამოუვარდება. განსხვავება იმაშია, რა ტემპში გარბიან ამ კილომეტრებს, რამდენ სპრინტერულ აჩქარებას ახორციელებენ და ასე შემდეგ. ასე მაგალითად, მოთამაშემ მაღალ სისწრაფეზე, შესაძლოა, მხოლოდ 1.5-1.9 კილომეტრი დაფაროს. საშუალოდ, ტოპგუნდების მოთამაშეები თამაშში ჯამურ 300-450-მდე აჩქარებას აკეთებენ.

რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ეროვნულ ლიგაში კარგი მაჩვენებელი უფიქსირდება, მაგრამ რაშიც გვიჭირს, ეს სპრინტებია და ამას ყველა აღიარებს: მხოლოდ სამი საუკეთესოს მაჩვენებელი გამოქვეყნდა და ვიცით, რომ პირველ ადგილზე "სამტრედიას" კაპიტანი, გიორგი დათუნაიშვილია (67), ხოლო მეორეზე - "საბურთალოს" მცველი ნოდარ იაშვილი (65).

ისიც საინტერესოა, ეს სპრინტები რა სისწრაფეზე კეთდება. საშუალოდ, ევროპულ ტოპკლუბებში ეს მაჩვენებლები 21 კმ/სთ-დან 25 კმ/სთ-მდე მერყეობს.

რთული ამოცანა
ევროპული ტოპკლუბები მაჩვენებლებს წლიდან წლამდე აუმჯობესებენ. ჩვენ მათ არსებულ მონაცემებშიც ჩამოვრჩებით და, ცხადია, ეს ჩამორჩენა უფრო და უფრო რთული დასაძლევი იქნება, თუკი ისინი კიდევ უფრო წინ წავლენ.

არადა, ეროვნული ლიგის მატჩებში საშუალოგუნდური მაჩვენებელი 9 კილომეტრიც რომ გამოვიდეს, ეს ჩვენს სტადიონებზე თამაშის ტემპს გაზრდის.

ამ საუკუნის დასაწყისში სარეკორდო საშუალო მაჩვენებლები ზინედინ ზიდანსა და ლუიშ ფიგუს ჰქონდათ, რომელთაც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებში, საშუალოდ, 11.2 კილომეტრი ირბინეს.

ბოლო წლებში (2016) კი რეკორდი "ბორნმუთის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა დანიელ გოსლინგმა დაამყარა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში საშუალოდ 11.92 კილომეტრს ფარავდა. 11-11.5 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს ბრაზილიელი დანი ალვეშისა და ესპანელი ჩავის მაჩვენებლები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
Zura! პერიოდულად მენდობიან და სწრაფ შედეგსაც აფიქსირებენ, მაგრამ მაინც ვერ იჯერებენ, რომ შედეგი ჩემმა მეთოდმა დააფიქსირა. თუმცა ვერც იმას განმარტავენ თუ შედეგი საიდან მოვიდა.
გუჯა კახაძე
02 ოქტომბერი 2017 12:00
0
10000% ნათქვამია --- შემტევს, რომელიც დაცვას არ ეხმარება და ბევრს არ მოძრაობს, თანამედროვე ფეხბურთში აღარ სწყალობენ.

ამიტომაც ზივზივაძემ მას მერე რაც ჩავიდა დანიაში 1 ბურთიც ვერ გაიტანა,მასზე მთელი სამტრედია მუშაობდა, თვით არაბულიც კი მასზე მუშაობდა, როგორც კი ეს მოაცილეს, ადამიანმა ვერაფერს ვერ მოერგო. ეს ზივიზვაძის ბრალი არაა, ეს მწვრთნელის ტაქტიკის ბრალია რამაც საბოლოოდ კარიერა გაუფუჭა ბიჭს.
Guadua
02 ოქტომბერი 2017 11:29
0
უბრალოდ.. რამდენი ხანია ვიცი თქვენ შესახებ ბატონო კახა, ზედაპირულად, მაგრამ მაინც.. ვერ ვხვდები რატომ არ გენდობიან :დ თანაც არსად!!!
Zura
01 ოქტომბერი 2017 21:02
0
მას აწყობს რომ არ ენდობოდნენ, ასე უკეთესი რეკლამა მიდის,როგორც კი მიენდობიან და მისცემენ მესამე ლიგის კლუბს სადაც 24 საათი უნდა იმუშაოს 1000-1200 ლარად, მაშინ ყველა სხვა საქმეს მოსწყდება და ფაფუ....
ანუ სისტემა აქვს მაგრამ არა ჰყავს ისეთი მსურველი ვინც მას "საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას" დაუნიშნავს და თანაც უმაღლესი ლიგიდან.
ხუთკუნჭულა
02 ოქტომბერი 2017 11:36
1
tornike! რამდენიმე ფეხბურთელს ახლაც ვავარჯიშებ მენტალური მეთოდიკის დახმარებით. შედეგი ყველასთან მაქსიმალურია. საუკეთესო შედეგი კი 11 წლის ფეხბურთელმა დააფიქსირა, რომელიც "ბარსელონას" აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც ძირითადი კრიტერიუმი მენტალური მომზადებაა.
გუჯა კახაძე
01 ოქტომბერი 2017 09:29
0
guja damainteresa tqvenma komentarma axlac avarjishebt fexburtelebs?
tornike
30 სექტემბერი 2017 23:23
0

შარშან იანვარში ფედერაციას შევთავაზე მენტალური მომზადების მეთოდიკა, სადაც შესაძლებელია სპრინტი ყოველ 2 წუთში. ფედერაციაში სასაცილოდ არ ეყოთ - ეგ ხომ ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებაო, 45 სპრინტი გამოდის ორ ტაიმშიო.

აქ კიდევ პირველად გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებული იყო 67, 51 და 59 სპრინტი. რამდენად რეალურია ეს მონაცემები, როდესაც წლებია ევროპაზე ყველა ბურთს გვახევს ვისაც არ ეზარება?

ტოპგუნდები ჯამურ აჩქარებას ერთ თამაშში 300-დან 700-მდე აკეთებენ. ოღონდ საშუალო მანძილად 20 მეტრი ითვლება 1 აჩქარებაზე, რაც ნიშნავს - ჯამური აჩქარება გუნდზე 1 თამაშში 6 000 მეტრიდან 14 000 მეტრამდე.

მე ფედერაციას გარანტირებულიად ვთავაზობდი ჯამურად 450 სპრინტს 1 თამაშში და არა აჩქარებას, რაც ნიშნავს 9 000 მეტრ ჯამურ სპრინტს გუნდზე 1 თამაშში. პირობის ვერშესრულების შემთხვევაში თანახმა ვიყავი სოლოდური ფულადი ჯარიმა გადამეხადა.

პასუხი დღემდე არ მიმიღია.

მსგავს დავალებას (სპრინტი ყოველ 2 წუთში) 52 დღიანი კურსის გავლის შემდეგ ჩემთან მოზარდი ფეხბურთელებიც ადვილად ასრულებენ.
გუჯა კახაძე
30 სექტემბერი 2017 22:58
1
ბ-ნო გიორგი! გაითვალისწინეთ, ჩემი მეთოდი შემუშავებულია ნაკრების წევრებისა და ლეგიონერებისათვის, თუმცა მოზარდის სხეულის სწორად ფორმირებისათვისაც აუცილებელია. დაკავშირება შეგიძლიათ მობ: 591 28 72 12 ან ეწვიეთ ჩემს გვერდს.
გუჯა კახაძე
02 ოქტომბერი 2017 13:08
0
სპრინტების რაოდენობის გაზრდა შეიძლება ვერჰეინის მეთოდით... გუნდებს ყველა პირობა უნდა ქონდეთ იმისთვის რომ ეს მეთოდი დაინერგოს (პირველ რიგში მინდვრის საფარი)... შეუძლებელი არაფერია, ქართველი ფეხბურთელებიც შეძლებენ იმდენივე სპრინტს რამდენსაც სხვები... ფეხბურთის თამაშის ცოდნა უფრო ნაკლია სამწუხაროდ ვიდრე ფიტნესი საქართველოში...
Levani
01 ოქტომბერი 2017 19:05
1
ყველა გამოხმაურება
საინტერესოა რამდენს ფარავს მარსელო, რომელიც სრულად აკონტროლებს მარცხენა ფრთას?!
pele
30 სექტემბერი 2017 20:24
0
Rasac gindat da gackobt imas cert tqven sakvarel fexburtelebze magrebixart,ra aketed eg serilebi da ahedegs mere naxavt rogori iqneba
vaxtangi
30 სექტემბერი 2017 19:40
1

სიახლეები პოპულარული