საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელი გარდაიცვალა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა.

ეროვნული ლიგა ორის XXIX ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და ზუგდიდს შორის მცხეთა პარკზე 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა უბედური შემთხვევის გამო აღნიშნული შეხვედრა არ დაწყებულა. თამაშის დაწყებამდე მოთელვაზე ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა. გუნდის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გადაწყვეტილებით ფეხბურთელი დაუყოვნებლივ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

შეხვედრის დაწყება–არდაწყების საკითხი მატჩის ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსა და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს ადგილზე - მცხეთა პარკზე უნდა გადაეწყვიტათ, როდესაც ფეხბურთელის
გარდაცვალების შესახებ ცნობა ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, რომ ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
საშინელებაა,მაგრამ კიდევ უფრონსაშინელი ისაა,რომ ეს პირველი ემთხვევა არ არის.მიზეზი კი ალბათ არა ეფექტური სამედიცინო კონტროლია.ხალხო ჩვენ კიდევ ამოწყვეტა გვინდა?შოკში ვარ!ხომ ჩამოიტანეს საქართველოში თანამედროვე სამედიცინო ცენტრი,გახდეს წელიწადში ერთხელ მაინც ყოველი სპორტმენის შემოწმება სავალდებულო,ამით სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების საწყისი ფაზები მაინც რომ გამოვლინდეს,ეს მშვენიერი ბიჭი ახლა ცოცხალი იქნებოდა და არა მარტო ის.გარდაცვლილის ოჯახის და გუნდის წევრების მწუხარებას მეც ვიზიარებ.
სოსო
20:47 01-10-2017
0
ნათელში ამყოფოს :( ძალიან სამწუხაროა :(
Dave
20:13 01-10-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული