"მადლობა ღმერთს, გადავრჩი - გონებაზე ექიმების დახმარებით სტადიონზევე მოვედი"

AutoSharing Option
"ტორპედოსა" და "საბურთალოს" მატჩის 65-ე წუთზე უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა: ტორპედოელმა გუგა ფალავანდიშვილმა შორი მანძილიდან კარში ძლიერად დაარტყა - ბურთს საბურთალოელი ლადო მამუჩაშვილი გადაეფარა, კეფაში მოხვდა და გონება დაკარგა.

- ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]

ექიმებმა მამუჩაშვილი სავადმყოფოში გადაიყვანეს და, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა - თბილისელი ფეხბურთელი გონს მოიყვანეს და გუნდთან ერთად თბილისში იმ დღესვე გამოემგზავრა. გუშინდელი გამოკვლევის შემდეგ კი დადგინდა, რომ მამუჩაშვილს მსუბუქი ფორმის ტვინის შერყევა აქვს.

"ბურთის მოხვედრის შემდეგ გავითიშე და მოედანზე დავეცი, თუმცა, მადლობა ღმერთს, გადავრჩი
- გონებაზე ექიმების დახმარებით სტადიონზევე მოვედი.

მაგრამ რამდენიმე დღით დატვირთვა ამიკრძალეს, 5 ოქტომბრის შემდეგ კი ნელ-ნელა ვარჯიშს შევუდგები. მადლობა გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მდგომარეობა გულთან მიიტანა", - ამბობს მამუჩაშვილი.

"საბურთალომ" კი განცხადებაში მადლობა გადაუხადა ქუთაისის "ტორპედოს", მის გულშემატკივრებს, ექიმებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ყურადღება გამოიჩინეს ფეხბურთელის მიმართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან სასიხარულოა რომ სერიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდა და ფეხბურთს დაუბრუნდება. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და თამაშის დაწყებას!
ლუკა
13:08 03-10-2017
0
ასე არ შეიძლება იასონ !!!
eqimi
12:55 03-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული