ქართული საკლუბო საიტები - ევროპულ დონეს ვერც აქ ვაკმაყოფილებთ

AutoSharing Option
სულ მალე საქართველოს ჩემპიონატი დამთავრდება და გვეცოდინება ის კლუბები, რომლებიც ევროთასების შესარჩევისთვის მოემზადებიან მომავალ სეზონში.

როგორი საიტები აქვთ გუნდებს, რომლებსაც ევროთასებზე ასპარეზობა სურთ? რამდენად გამართული და ხელმისაწვდომია ვებგვერდები ქართველი და უცხოელი სტუმრისთვის?

გთავაზობთ ეროვნული ლიგის 6 კლუბის საიტის ანალიზს, რომელთაც ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე თამაშის ამბიცია აქვთ.

fcchikhura.ge

Sportall.Ge

საჩხერის "ჩიხურა" ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად მონაწილეობს ევროპა ლიგის შესარჩევში, წელს კი იმერული გუნდი საქართველოს თასიდან ცდილობს საკვალიფიკაციოზე მოხვდეს.

პირველივე, რაც საიტზე შესვლისას თვალში საცემია, ეს სიახლეებია. მომავალ მატჩს მხოლოდ ფოტოთი, ტექსტის გარეშე
აანონსებენ, ხოლო დასრულებულ შეხვედრაზე ერთი დღის შემდეგ, მხოლოდ შემადგენლობებსა და გოლების ავტორებს წერენ. სტატიას თან ურთავენ ფოტოს და ვიდეოს.

საიტზე, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზეა, ინფორმაციას კლუბში დასაქმებულთა შესახებ და კლუბის ისტორიაზეც ვიგებთ.

ახალგაზრდულ გუნდებზე მხოლოდ ფოტოებია განთავსებული და ერთადერთი ლინკი ფედერაციის საიტზე გვამისამართებს. მატჩების ველში არ მუშაობს ეროვნული ლიგის კალენდარი. ვერ შეიტყობთ, "ჩიხურას" ვისთან ელის მომავალი შეხვედრები და ჩატარებული თამაშების ანგარიშებიც არ ჩანს.

თუ რას წერს პრესა "ჩიხურაზე", საიტზე სულ 5 ლინკია წარმოდგენილი და ბოლო სიახლე 2016 წლის აგვისტოსია.

ვიდეოგალერეაში ძველი ვიდეოებია და ზოგიერთი არც ირთვება.

fcsaburtalo.ge

Sportall.Ge

"საბურთალო" მე-5 ადგილზეა და საკვალიფიკაციო ზონაში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

კლუბის საიტზე მთავარი სურათები გასაახლებელია. საიტის ქართულ ვერსიაზე ბოლო სიახლე დადებულია 8 სექტემბერს,  ცხრილი კი მე-12 ტურის შემდეგ არ განახლებულა. თბილისელთა საიტს აქვს ინგლისური ვერსიაც, სადაც ბოლო სიახლე 2016 წლის 19 იანვრისაა.

შეუძლებელია გაიგო, ვინ თამაშობს ძირითად გუნდში და ვინ არიან მწვრთნელები სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში. შედარებით გამართულია კლუბის შესახებ ინფორმაცია და ადმინისტრაციის წარმომადგენლების გვერდი.

ფოტოგალერეა არის ძველი, ვიდეოგალერეაში 2015 წლის ვიდეოებია და საერთოდ გაუმართავია ინფრასტრუქტურის გვერდი.

fcloco.ge

Sportall.Ge

"ლოკომოტივი" მე-4 ადგილზეა და 4 ქულა აშორებს უშუალო კონკურენტთან. საიტს აქვს ინგლისური ვერსიაც, რომელიც გამართულად მუშაობს.

სიახლეები დროულად იდება და მატჩის მიმოხილვაც სრულადაა წარმოდგენილი. კლუბის ისტორიის, მენეჯმენტისა და ბაზის შესახებ ინფორმაცია ქართულად წერია, მაგრამ ინგლისურ ვერსიაში მხოლოდ ფოტოა.

ასევე, ინფორმაცია სრულია კლუბის ფეხბურთელებზე, მწვრთნელებსა და პერსონალზე.  გამართულია ინფორმაცია მომავალ თამაშებსა და აკადემიაზე. მთავარი მინუსი ის არის, რომ გალერეაში ძველი ფოტოები და ვიდეოები დევს.

fcsamtredia.com

Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიის" საიტსაც აქვს ინგლისური ვერსია, მაგრამ არ მუშაობს...

ქართულ ენაზე სიახლეები დროულად იდება და მიმოხილვაცაა წარმოდგენილი. საიტზე წერია კლუბის პერსონალისა და ფეხბურთელების შესახებაც, უბრალოდ, დაბადების თარიღები არაზუსტადაა მითითებული.

ფოტოგალერეაში მხოლოდ 3 ფოტო დევს, ვიდეოგალერეაში - 6 ვიდეო, ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან ძველია. საიტზე ცხრილი განახლებულია, ხოლო წინა თამაშების ნახვა ტრანსლირების გვერდზეა შესაძლებელი.

fctorpedo.ge

Sportall.Ge

"ტორპედო" მე-2 ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ქუთაისელთა საიტს ინგლისური და რუსული ვერსიაც აქვს, მაგრამ ენის შეცვლის მიუხედავად, სიახლეები მაინც ქართულ ენაზე გვხვდება.

საიტზე ცხრილი განახლებულია, მაგრამ ბომბარდირების ველში ინფორმაცია ძველია. საიტზე სიახლეები თემატურად მრავალფეროვანია, მიმოხილვები ამომწურავია, მაგრამ მატჩისწინა პრევიუები არ არის.

საიტზე საკმაოდ კარგადაა ნაჩვენები კლუბისა და ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია. შეგიძლიათ ძველ მატჩებსაც გადახედოთ, მაგრამ მომავალში ჩასატარებელი მხოლოდ ერთი შეხვედრაა წარმოდგენილი.

გაუმართავია ვიდეოგალერეა და ჭაბუკთა გუნდის შესახებ ინფორმაცია.

fcdinamo.ge

Sportall.Ge

თბილისის "დინამო" პირველ ადგილზეა და ცდილობს პოზიციის შენარჩუნებას. თბილისური გუნდის საიტის ინგლისური ვერსია ისევე გამართულად მუშაობს, როგორც ქართული.

საიტზე შესაძლებელია გაეცნო "დინამოში" მიმდინარე სხვადასხვა სიახლეს. კლუბის მთავარი გვერდიდან გადავდივართ საკლუბო მაღაზიისა და აკადემიის გვერდებზე. ასევე, შეგვიძლია შევიძინოთ ბილეთები ან ჩამოვწეროთ აპლიკაცია.

კლუბის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია მოცემულია დაწვრილებით - ისტორიით დაწყებული და უნიფორმის დიზაინით დამთავრებული. კლუბის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზეც ინფორმაცია სრულად არის ნაჩვენები.

საიტი არის მრავალფუნქციური და საუკეთესოა ეროვნულ ლიგაში. სასურველი იქნებოდა, ეროვნული ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს მეტი ემუშავათ რებრენდინგზე და მიებაძათ თბილისური კლუბისთვის.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფინანსებში ვმუშაობ და 2 წლის წინ მქონდა თავისუფალი გრაფიკი, ნაკლებად დატვირთული სამუშაო გარემოთი. ჰოდა გადავწყვიტე სპორტი (ფეხბურთი) მაინც მიყვარს და იქნებ ამ მიმართულებით დავსაქმდე-თქო. მალევე მივზვდი, რომ დიდ ანაზღაურებას არ უნდა გამოვკიდებოდი და ამიტომ მზად ვიყავი სუსტ კლუბშიც მემუშავა, ოღონდ შიგნიდან მეგრძნო ეს სპორტი.
დავიწყე ვაკანსიების ძიება... შენც არ მომიკვდე არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული იურიდიული პირებისათვის სავალდებულო ჰრ.გოვ.გე-ზე და არც სხვა ვაკანსიების საიტზე არაფერი ფეხბურთთან დაკავშირებულ ვაკანსიებზე. ცოტა ხნის მერე ფედერაციაში მმართველობის შეცვლამ ნათლად აჩვენა, რომ არც არაფერი გამოსწორდებოდა ამ მხრივ. კარგი ჯანდაბას 2-3 თვე მოხალისედ ვიმუშავებ-თქო (კვალიფიციურობის მიუხედავად), რა ვქნა მიყვარს ეს ფეხბურთი. ჰოდა დავიწყე ძიება... მხოლოდ 3-4 საიტი ვიპოვე, ფეისბუქ გვერდები კი ფაქტიუარდ მკვდარი ქონდათ.

აი ეს გამახსენდა ახლა და ასე გრძლად იმიტომ მოვყევი, რომ იგივე დასკვნამდე მივდივარ დღესაც: ასეთი საკლუბო მენეჯმენტის პირობებში არაფერი გამოვა. იმავე დინამოს იმიტომ აქვს კარგად საიტი და ფეისბუქ გვერდი, რომ ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ მაგაში. დიდი ფული ჩაყრა კი, ცოტა ეფექტს იძლევა.
დავითი
14 ოქტომბერი 2017 23:06
0
დინამოს რუსული ვერსიაც აქვს რომელიც ასევე ძალიან გამართულად მუშაობს
ენის გადაყვანაშე მოცემული არაა მაგრამ შეგიძლიათ FCDINAMO.GE/ru/
GLADIATOR!
13 ოქტომბერი 2017 15:51
0
სამტრედიას საიტი უმსგავსოა ყველა გაგებით..
ყველაზე ცუდი ფეისბუქ გვერდიც ალბათ სამტრედიას აქვს,იქ კიდევ გარეშე მნახველთა დაშინება,დედის საშოს გინება და ლანძღვა სიმართლის თქმისათვის ჩვეულ წესადაა ქცეული.
მე ფეხბრუთელებს კი არ ვლანძღავ(ისინი ყველანი ოქრო ბიჭები არიან ყველა გაგებით) ,არამედ კლუბის უმსგავსო მენეჯმენტს და იმათ ვინც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს.ნახეთ ბათუმის დინამო როგორ მუშაობს ინფორმაციასთან ან თბილისის დინამო.
Jango
13 ოქტომბერი 2017 12:02
0
დინამოს საიტი მართლა მარალი დონისაა. ევროპული გრანდების საიტს ჩვეულებრივად გაუწევს კონკურენციას. ინფორმაციულად საკმაოდ სავსეა. ამ კლუბს ფეისბუქიც ძაალიან მაღალი დონის ააქვს, თვიტერიც და ინსტაგრამიც. ეს ფაქტია. გაუმარჯოს დინამოს!!!
გურამი
12 ოქტომბერი 2017 22:57
0
მატჩის ირგვლივ და ასე შემდგომ ჰქონდა ტორპედოს ნორმალური პრესამსახური როცა ჰყავდა,ეხლა დაბალი დონის უწიგნური ფანების თოჯინააა მანდ..
ქუთაისელი
12 ოქტომბერი 2017 22:03
1
საშინელი ვითარებაა, ფეისბუქზე ნახეთ ელემენტალური. ნათესავ ახლობლებს ამუშავებენ და რაის ჟურნალისტური სტანდარტები კლუბებში. ამ საიტზე მომუშავეებს ათასობით აქვთ ხელფასი, რადგან მფლობელების ოჯახის წევრებია. აი სად მიდი ადმინისტრაციული რესურსი
ქომაგი
12 ოქტომბერი 2017 17:41
0
თქვენ რომ სხვის საიტს დაიწუნებთ. და საერთოდ პალიტრა მედიის არცერთი საიტი არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტს არც ადაპტირებულია და დიზაინშიც მაგრად მოიკოჭლებს.
!
12 ოქტომბერი 2017 17:34
1
მაპატიეთ მაგრამ ძველი საიტი უფრო მომწონდა .
temo
12 ოქტომბერი 2017 16:57
2
ვინც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ის საერთოდ ჩამოაშორეთ ფეხბურთს. არც ჟურნალისტი იღებს ხმას და არც არავინ. დააბრუნეთ ზ ე ს ტ ა ფ ო ნ ი ქართულ ფეხბურთში, ის ქართულ ფუხბურთს ძალიან აკლია
1
12 ოქტომბერი 2017 16:48
4
ტქვენი საიტი რა აკმაყოპილებს? ახალი მიტუმეტეს
liverpuli barselonas supermarketi.
12 ოქტომბერი 2017 16:31
3

სიახლეები პოპულარული