ეროვნული ლიგა. XXIX ტური: "საბურთალომ" "კოლხეთი" უპრობლემოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXIX ტურში "საბურთალომ“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ფოთის "კოლხეთი“ ადვილად დაამარცხა 6:3. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა. პირველ ტაიმში სტუმართა კარში ორ კუთხურს ორი გოლი მოყვა და ორივეჯერ თავი ცენტრალურმა მცველმა დაჩი ცნობილაძემ გამოიჩინა.

ნაანტრაქტევს მასპინძელთა მეკარემ ლაზარე კუპატაძემ არაზუსტი გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელს, ბურთს საჯარიმოს მოსადგომებთან ზღვისპირელთა უკრაინელი თავდამსხმელი ალექსანდრე დებრიჩინსკი დაეუფლა და ანგარიში შეამცირა. თუმცა, ფოთელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - "საბურთალომ“ ორი გოლი გაიტანა. ჯერ გიორგი კოხრეიძემ ისარგებლა გიორგი კილასონიას შეცდომით (3:1),
ხოლო შემდეგ ლაშა შინდაგორიძემ ანგარიში 4:1 გახადა.

დარჩენილ დროში სტუმართაგან დებრიჩინსკიმ და ამოს ნონდიმ, მასპინძელთაგან კი შინდაგორიძემ და დავით ვოლკოვმა თითო-თითო გოლი გაიტანეს და შეხვედრა 6:3 დასრულდა, სატურნირო ცხრილში "საბურთალო“ 46 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო "კოლხეთი“ 20 ქულით ბოლოსწინაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული