ეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "საბურთალო" "ჩიხურასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
5 ნოემბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის XXXIII ტურის მატჩი გაიმართა.

"საბურთალომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა. მატჩი იმერელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

თავდაპირველად სტუმრები მე-13 წუთზე ირაკლი ლექვთაძის გოლით დაწინაურდნენ და პირველ ტაიმში "საბურთალომ" ანგარიშის შეცვლა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში 70-ე წუთზე დავით ვოლკოვმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ზუსტად 10 წუთში ლევან კაკუბავამ შორეული დარტყმით "ჩიხურა" კვლავ წინ გაიყვანა.

"საბურთალო" ამ წაგებით კვლავ მე-4 ადგილზეა და ბურთების რაოდენობით უსწრებს "ლოკომოტივს". საჩხერის "ჩიხურა" 49 ქულით მე-6 ადგილზეა.

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური
საბურთალო-ჩიხურა
1:2
გოლები: 0:1 ირაკლი ლექვთაძე 13, 1:1 დავით ვოლკოვი 70, 1:2 ლევან კაკუბავა 80

საბურთალო: 17. ლაზარე კუპატაძე 2. ნოდარ იაშვილი 4. გაგი მარგველაშვილი C 6. თედორე გრიგალაშვილი 7. ვლადიმერ მამუჩაშვილი 9. ლაშა შინდაგორიძე 15. დაჩი ცნობილაძე 20. ელვინ ტერა (გიორგი კოხრეიძე 39) 24. თორნიკე თარხნიშვილი (ბექა გვარაძე 59) 90. დავით ვოლკოვი 93. ნდუე მუეცი (ცოტნე ნადარაია 46)

ჩიხურა: 30. დინო ჰამზიჩი 3. თორნიკე გრიგალშვილი 5. ბაქარ მირცხულავა 10. მიშიკო სარდალიშვილი 15. გიორგი კორიფაძე 18. დიმიტრი ტატანაშვილი 19. ლევან კაკუბავა 21. გიორგი ივანიშვილი (გიორგი გაბედავა 46) 22. ირაკლი ლექვთაძე (ბესო დეკანოიძე 60) 27. დენის დობროვოლსკი C 39. თორნიკე გორგიაშვილი (ბაჩანა ცხადაძე 81)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული