11:28 27-11-2017
დაწვით აქაურობა, ამათი *** - ქუთაისელი ფანების აგრესია და გინება "ტორპედოს" გაჩემპიონების შემდეგ [VIDEO]
AutoSharing Option
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იქცევიან ქუთაისელი გულშემატკივრები.
ქუთაისელმა ფანებმა "დინამო არენაზე" სკამები დააზიანეს და სტადიონისკენ ისროლეს, ხოლო ვიდეოს ავტორი "იქაურობის" დაწვისკენ მოუწოდებს ფანებს.
გაფრთხილებთ, ვიდეოში ისმის გინება და არანორმატიული ლექსიკა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "ტორპედოს" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ასეთ გულშემატკივრებთან სამუშაოა ჩასატარებელი. ასევე მსაჯებთან და კომენტატორებთანაც, მიკერძოება კიდევ უფრო აშმაგებს იმ ადამიანებს ვისაც დიდი ჭკუა არ მოეთხოვება, ჰოდა მათ ნაცვლად იმან უნდა იფიქროს ვისაც მოეთხოვება. ამ საკითხს უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. მთელი ცხოვრება დინამოს ვგულშემატკივრობდი, ცხადია ტორპედოს შემდეგ, მაგრამ ყოველთვის უსამართლობის განცდა მქონდა, ამიტომ ახლა ნაკლებად მაინტერესებს დინამოს ბედი, ვუყურებ ისე როგორც ერთ ჩვეულებრივ გინდს და არა როგორც ქართული ფეხბურთის ფლაგმანს. ფლაგმანი რის ხარჯზე გახდა ეგეც ყველამ იცის.
თქვენ ეტყობა არასდროს ყოფილხართ სტადიონზე. თუ ყოფილხართ ალბათ ერთხელ, შვილთან გასეირნების დროს სტადიონის სანახავად.
ჯერ ის იკითხეთ რატომ ძვრება და ტყდება ასე ადვილად ტრიბუნის სკამები?
ფანები ფანებია. რა თქმა უნდა გული დაწყდათ, ბოლო წამებზე პენალტი რომ დაინიშნა. ემოციები ვერ მოთოკეს. ხდება.
თქვენ განახათ ინგლისის და იტალიის ფანების მოქმედებები.
ვულოცავ ქუთაისს ჩემპიონობას!!!
სკამები კი გაარემონტეთ, არაუშავს, დიდი დანაკარგი არაა.