11:28 27-11-2017
დაწვით აქაურობა, ამათი *** - ქუთაისელი ფანების აგრესია და გინება "ტორპედოს" გაჩემპიონების შემდეგ [VIDEO]
AutoSharing Option
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იქცევიან ქუთაისელი გულშემატკივრები.
ქუთაისელმა ფანებმა "დინამო არენაზე" სკამები დააზიანეს და სტადიონისკენ ისროლეს, ხოლო ვიდეოს ავტორი "იქაურობის" დაწვისკენ მოუწოდებს ფანებს.
გაფრთხილებთ, ვიდეოში ისმის გინება და არანორმატიული ლექსიკა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "ტორპედოს" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
მივიდეს და საკუთარ სახლში დაამტვრიოს თუ კარგია. ჩემი და შენი ფულით გაკეთდა ეგ სტადიონი და ვინც გააფუჭებს ჯარიმა უნდა გადაახდევინო სამმაგი და ასაერთოდ არ შეუშვა სტადიონზე. სახლშიც რაც უნდა ის ამტვრიოს. ეგ ფული ჩემ შვილებს მოაკლდა და ვიღაცის გაღიზიანების მიხედვით არ უნდა იყრებოდეს წყალში!
მაგალითისთვის, შენ რომ ქუჩაში კედლებზე რაღაცეებს ჯღაპნი ეს ვისი ბრალია, პრეზიდენტის თუ შენი გაუნათლებლობის?! (რა თქმა უნდა პირადად შენ არ გეხება, მაგალითი მოვიყვანე)
კაი ბიჭობა ჰგონიათ...
წესით ამათ ისეთი ჯარიმები უნდა აჰკიდონ რომ საერთოდ ხმა ვეღარ ამოიღონ...
აბა, გუშინ ბარსელონას გატანილი გოლი მინიმუმ 50 000 ათასი ადამიანმა სტადიონზე დაინახა რომ ხაზი გადაკვეთა და სუფთა გოლი გავიდა და რა უნდა ექნათ ბარსელონელებს, მსაჯი უნდა მოეკლათ თუ მსოფლიო ომი უნდა დაეწყოთ?!..
ეს კარგს არაფერს მოგვიტანს და ჯობია ცოტა გონება დავძაბოთ ქუთაისელო ქომაგებო...
ასეთ გულშემატკივრებთან სამუშაოა ჩასატარებელი. ასევე მსაჯებთან და კომენტატორებთანაც, მიკერძოება კიდევ უფრო აშმაგებს იმ ადამიანებს ვისაც დიდი ჭკუა არ მოეთხოვება, ჰოდა მათ ნაცვლად იმან უნდა იფიქროს ვისაც მოეთხოვება. ამ საკითხს უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. მთელი ცხოვრება დინამოს ვგულშემატკივრობდი, ცხადია ტორპედოს შემდეგ, მაგრამ ყოველთვის უსამართლობის განცდა მქონდა, ამიტომ ახლა ნაკლებად მაინტერესებს დინამოს ბედი, ვუყურებ ისე როგორც ერთ ჩვეულებრივ გინდს და არა როგორც ქართული ფეხბურთის ფლაგმანს. ფლაგმანი რის ხარჯზე გახდა ეგეც ყველამ იცის.