"თბილისის "დინამოს" მხოლოდ ქულა სჭირდებოდა, რათა საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყო. ის საკუთარ სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოს უპირისპირდებოდა, რომელიც მეორე ადგილზე იყო.
სცენარი ერთნაირად ვითარდებოდა, სანამ 74-ე წუთზე კაპანაძემ არ დააწინაურა ქუთაისური გუნდი. "დინამოს" კი გოლი უნდოდა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო.
96-ე წუთზე კი თბილისელებს ამის შანსი მიეცათ, რადგან მსაჯმა პენალტი დანიშნა. კიტეიშვილის დარტყმული კი როინ კვასხვაძემ მოიგერია და "ტორპედო" 15 წლის შემდეგ კვლავ ჩემპიონი გახდა.
ეს ისტორია ძალიან ჰგავს 1994 წლის ესპანეთის პირველი ლიგის ბოლო
ამ ხალხს სტადინზე შემოსვლისთანავე ხომ არ ჩაუდენიათ ეს უმსგავსოება?პირველ ტაიმში ტორპედოელის მიერ გატანილი ულამაზესი გოლის სამართლიანად არ ჩათვლის შემდგომაც არაფერი მომხდარა. ასე ხელაღებით მათზე ხულიგანის და ვითომ ბალეშიკის იარლიყის მიწებება არასწორად მიმაჩნია.ეს ხალხი მთელი წლის მანძილზე დიდ სიყვარულს გამოხატავდა თავისი გუნდის მიმართ!სყვარელი გუნდის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში უნამუსო მსაჯის მიერ მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებამ ისინი წყობიდან გამოიყვანა.