ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნულ ლიგა 3-ს ახალი წევრები ჰყავს

AutoSharing Option
28 ნოემბერს ლიგა 3-ისა და რეგიონული ლიგის ორი საპლეიოფო შეხვედრა გაიმართა. ორივე შემთხვევაში რეგიონული ლიგის წარმომადგენელმა აჯობა ლიგა 3-ის გუნდს და, შესაბამისად, მომავალი სეზონისთვის ადგილიც გაუცვალა.

სამტრედიაში ზესტაფონის "მარგვეთი 2006" 1:2 დამარცხდა წყალტუბოს "სამგურალი 2"-თან, ხოლო გორში, "ქართლის" სტადიონზე, დუშეთის "არაგვმა" 2:1 მოუგო წალენჯიხის "სქურს".

ამგვარად, ლიგა 3-ს ორი ახალი ბინადარი ჰყავს "არაგვისა" და "სამგურალი 2"-ის სახით.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით