გიორგი დევდარიანი თბილისის "ლოკომოტივს" აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანი თბილისის "ლოკომოტივს" აღარ გაწვრთნის. 44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციას "ლოკომოტივი" მოგვიანებით გაავრცელებს.

დევდარიანი "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი 2016 წლის ოქტომბერში, გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გახდა.

2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება "ლოკომოტივმა" მე-6 პოზიციაზე დაასრულა. დევდარიანის გუნდმა 53 ქულა მოაგროვა.

"ლოკომოტივი" მადლობას უხდის გიორგის გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა პირობა ჰქონდა ლოკომოტივს, რომ სამეულში დაეკავებინა ადგილი, მაგრამ მეხუთე ადგილიც კი მიუწვდომელი გახდა. თანაც დინამოსგსნ განსხვავებით არც რეალური გაახალგაზრდავების პოლიტიკა გატარებულა მომავალი წარმატების იმედად.

ნორმალურ გუნდში ამ ყველაფრის მიზეზებს დეტალურად გააანალიზებდნენ და მწვრთნელთან ერთსდ სხვებსაც დაემშვიდებოდნენ.

Kaxa
12:07 30-11-2017
0
თუ შედეგი არ გაქვს კარგად იყავი. იმ პირობებით რაც ლოკოს აქვს, მეექვსე ადგილი კატასტროფაა. ან რომელ კლუბში ქონია შედეგი ამ ვითომ კაი მწვრთნელს? ალბათ ხიზანიშვილი მოვა მაგრამ......
Dinamo
10:39 30-11-2017
6

სიახლეები პოპულარული