16:25 30-11-2017
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "კოლხეთმა" "მერანი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩში პირველივე წუთებიდან უპირატესობას ფოთელები დაეუფლნენ და 36-ე წუთზე ალექსანდრე დერებჩინსკის გოლით შეძლეს დაწინაურება, ხუთ წუთში კი დავით ბოლქვაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მიუხედავად ამისა, მარტვილის "მერანი" არ დანებებულა და 43-ე წუთზე სერგეი ტრეტიაკმა ანგარიში შეამცირა.
მეორე ტაიმი უფერულად დაიწყო და რისკზე წასვლას ორივე გუნდი ერიდებოდა, რის შედეგადაც არაფერი შეცვლილა და მატჩი 2:1 მორჩა.
მომდევნო მატჩი 3 დეკემბერს, 13:00 საათზე, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
შემადგენლობები:
კოლხეთი: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი კილასონია, ლაშა გოგონაია, ამოს ნონდი, იგორ ბროვკო, ალეკსანდრ დერებჩინსკი, გიორგი ჯანელიძე, თამაზ ჟიშკარიანი, ჯონ მაჩარია (სანდრო ბახია 52'), დავით ბოლქვაძე (თამაზ შალიკაშვილი 84'), გიორგი ბუხაიძე (ლუკა მახარაძე 73')
მერანი: ზურაბ მამალაძე, სერგი ორბელაძე, გიორგი გეგია, ბენჯამინ ტეიდი, რევაზ ბარაბაძე (რაფაელ ჩუკურა 58'), ვანო კურდღელაშვილი (შოთა ჯიქია 80'), დავით მაისაშვილი (თენგიზ თოლორდავა 86'), სერგეი ტრეტიაკი, ვაჟა ლომაშვილი, კიჭი მელიავა, ლაშა ჩალაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული