ფოთის "კოლხეთმა" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 დეკემბერს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში, მარტვილის "მერანმა" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მატჩი "მერანის" უპირატესობით დაიწყო და მასპინძელთა რამდენიმე აქტიურ შეტევას, მე-16 წუთზე ვანო კურდღელაშვილის ლამაზი გოლი მოჰყვა. გოლის შემდეგ მატჩი ცოტა დაწყნარდა და ორივე გუნდი თავის შანსს ელოდებოდა, საბოლოოდ არაფერი შეცვლილა და  პირველი ტაიმი 1:0 მორჩა.

მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და 53-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე ბუხაიძემ დუბლი შეასრულა და ფოთელები ეროვნულ ლიგაში დატოვა.

მალევე დამატებით დროში 92-ე წუთზე,
კურდღელაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ეს მარტვილელებისთვის საკმარისი აღარ აღმოჩნდა.

ორი მატჩის ჯამში ფოთელებმა 4:3 იმარჯვეს და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

შემადგენლობები:
მერანი: გოგი კულუა, სერგი ორბელაძე, გიორგი გეგია, ბენჯამინ ტეიდი, რევაზ ბარაბაძე, ვანო კურდღელაშვილი, დავით მაისაშვილი (შოთა ჯიქია 83'), სერგეი ტრეტიაკი, ვაჟა ლომაშვილი,. კიჭი მელიავა, ლაშა ჩალაძე (ირაკლი რუხაძე 55')

კოლხეთი: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი კილასონია, ალექსანდრე გურეშიძე, ლაშა გოგონაია,  ლევან კაკულია, იგორ ბროვკო, ალეკსანდრ დერებჩინსკი, გიორგი ჯანელიძე, თამაზ ჟიშკარიანი, სანდრო ბახია )გიორგი ბუხაიძე 36'), დავით ბოლქვაძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები ფოტის კოლხეტს
3
არც ერთს არ ვგულშემატკივრობ, მაგრამ მერანი ჯობდა გადმოსულიყო, კერძო მეპატრონე მაინც ყავს. ფოთმა კი ისევ უნდა იცოდვილოს. არა და უძველესი გუნდია საქართველოში. წამატებები კოლხეთს, იმედია რამეს გამოასწორებენ და ანგარიშგასაწევი ძალა გახდება
0

სიახლეები პოპულარული