თბილისის "ლოკომოტივის" ახალი მწვრთნელი: მაქვს საკუთარი ხედვა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" ახალი მთავარი მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან პირველ კომენტარს აკეთებს.

"პირველ რიგში, მინდა, ლექსო თოფურიას და კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადავუხადო.

განვლილ ორი სეზონში, ჟერარდ სარაგოსასთან და გიორგი დევდარიანთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო.

გაცნობიერებული მაქვს "ლოკომოტივის" გაწვრთნის პასუხისმგებლობა. ასევე, მაქვს საკუთარი ხედვა, რის მიხედვითაც სტაფთან და ფეხბურთელებთან ერთად, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბი გახდეს წარმატებული.

საწვრთნელი პროცესის დაწყებას დიდი მოლოდინით ვხვდები. იმედი მაქვს, 2018 წელს კლუბის ხელმძღვანელების
ნდობასა და გულშემატკივრების იმედებს გავამართლებ", - ამბობს ჭაღიაშვილი.

36 წლის სპეციალისტი "ლოკომოტივიში" მომავალი ერთი წლის მანძილზე იმუშავებს.

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დევდარიანი უნდა წასულიყო აუცილებლად,,ცალიან ცუდი სედეგი დადო,უბრალოდ გაპიარებული მწვრტნელია,უმახლესი ლიგისტვის არ არის მზად,,დინამოდანაც გამოუსვეს
fexburteli
14:03 22-12-2017
0

სიახლეები პოპულარული