ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ "ლელოში" გავრცელდა.

ასევე გაზეთის ინფორმაციით, სამომავლოდ განიხილება გია გეგუჩაძის მოწვევის ვარიანტიც.

ზღვისპირული კლუბის შეძენის სურვილი ახალგაზრდა ბიზნესმენ აიეტ კუკავას აქვს, რომელიც საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის საპატიო თავმჯდომარეა.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად "დინამოს" პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინს დაუკავშირდა.

"აიეტ კუკავას კლუბის ყიდვაზე ბათუმის მერიაში განაცხადი შეტანილი აქვს. საუბარი მიმდინარეობს და ჯერჯერობით არ ვიცით, რა იქნება.

გია გეგუჩაძესთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. არ ვიცით, ვინ იქნება მწვრთნელი, ყველაფერი ახალი წლის შემდეგ გადაწყდება.

ერთი იმის თქმა შემიძლია ამ ეტაპზე,
რომ ბათუმის "დინამო" მომავალ სეზონში საკუთარ სტადიონზე ითამაშებს", - აღნიშნა ფედიჩკინმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აუდიტი დროზე შევიდეს, მთავრობა თუ არ ჩაერია, პრობლემა სერიოზულია. დავალიანება დიდია, გადაგდებულები ვაჟკაცი ბიჭებია, 4 თვე ატყვიეს დღეს ხვალო, 10 ჯერ აიძულეს( ამდენი უფროსია გუნდში) ფეხბურთელები და სხვა პერსონალი უხელფასოდ ეთამაშა, ახლა გვიანი შემოდგომაა, წიწილების დათვლის დროა. გადაგდებულებს ნუ დაათვლიებთ თორემ გვიან იქნება. სტაფი სახში, გაიწმინდოს გუნდი.
დ.შ
25 დეკემბერი 2017 15:42
1
ბათუმი რომ გავარდა ყველაზე მეტი დამნაშავე ფედიჩკინი მგონია და ეს კიდევ თავის ადგილზეა?
გონიო
21 დეკემბერი 2017 19:32
1
უახლოეს 2019 წელს ვუსურვებ ბათუმის დინამოს ელიტაში დაბრუნებას, იქ სადაც მისი ადგილია. ჩემპიონობაც და თასიც მალე მიგველოცოს საქართველოს ფეხბურთის ამ უძველესი გუნდისთვის. ცოტა მეტი ყურადღება, რომ გამოეჩინათ ქალაქს და ბიზნესმენებს ბათუმი ეროვნულიდან არ გავარდებოდაროგორც ჩანს ამ ეტაპზე აჭარას ორი გუნდის შენახვის პოტენციალი არ აღმოაჩნდა, საჭირო ინფრასტრუქტურის გამართვის შემდეგ კი უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ აჭარაში ფეხბურთი უმაღლეს დონეზე იქნება, რაც დიდად წაადგება მთლიანად ქართულ ფეხბურთის განვითარებას, რადგანაც სწორედ აქ დაირწო ქართული ფეხბურთის აკვანი პირველად.
გაიოზ გოშაძე
21 დეკემბერი 2017 16:23
0
ფედიჩკინი "უშველის". რით ვერ მიხვდა ხალხი, რომ ფულს ჭამს ეგ ადამიანი და საქმეს არ აკეთბს!
ჯანგო
22 დეკემბერი 2017 20:03
1
ეჰჰ ოთარ, ოთარ...
შენი ბრალია, რომ გავარდა ბათუმის "დინამო", აბა ჩემი ხომ არა?
ახლა ვის, ან რას დააბრალებ? ხან ამინდიო, ხან ფულიო, ხან მსაჯიო და ხან იძახდი ყველა ჩვენ გვებრძვისო. ეგ "ყველა" ვინაა კიდევ დააკონკრეტე ხოლმე, რომ ჩცვენც ვიცოდეთ ხალხმა. ბათუმლებს ვუთანაგრძნობ და გული დამწყდა რო გავარდა გუნდი. ფედიჩკინი კი, ღირსია და პასუხიც უნდა გასცეს ხალხს. ჩუმად როა ბუსავით.
ჯანგო
21 დეკემბერი 2017 15:55
1

სიახლეები პოპულარული