ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რიგებში, ბექა მიქელთაძე, ზუკა დავითაშვილი, ბექა ქავთარაძე, ლევან გეგეჭკორი და ნუკრი რევიშვილი აღარ იასპარეზებენ.

კლუბის ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "დინამოს" ფეხბურთელების შენარჩუნების სურვილი ჰქონდა, თუმცა მათ კარიერის გაგრძელება სხვაგან არჩიეს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, თბილისელთა რიგები სამმა ლეგიონერმა, სერგეი ლიტოვჩენკომ, ბოგდან მიშენკომ და მოჰამედ ალიუმ უკვე დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ  ძირითად გუნდში დაწინაურდა 17 წლის მეკარე დემეტრე ბულისკირია.

კლუბთან კონტრაქტი გაახანგლძრივეს ბაქარ ქარდავამ, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი ზარიამ და ლაშა თოთაძემ.

კახა კაჭარავას
ასისტენტი მომავალ სეზონში კი ზაურ სვანაძე იქნება, რომელიც "დინამოში" ადრეც მუშაობდა.
ასევე დაგაინტერესებთ