ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

გია გეგუჩაძე: ბათუმის "დინამოს" შესაძლო მფლობელზე ვერაფერს გეტყვით

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" ჩაიბარა.

თუმცა, ოფიციალურად აღნიშნული საკითხი კლუბს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ასევე საინტერესოა თუ რა ეტაპზეა "დინამოს" გაყიდვის საკითხი.

sportall.ge გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ამ თემებზე გაესაუბრა.

"ბათუმის "დინამოსთან" შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, იურიდული მხარეა მოსაგვარებელი და ოფიციალურად ამის შემდეგ გაცხადდება.

ვინ იქნება ბათუმის "დინამოს" მომავალი მფლობელი ამ კითხვაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ.

ასევე ვერ გეტყვით თუ ვისთან გავმართე მე მოლაპარაკებები. უბრალოდ, არსებობს ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელთანაც მე მოლაპარაკებები გავმართე.

რაც შეეხება გუნდის სამომავლო შემადგენლობას, როდესაც ბათუმში
ჩავალ და დავიწყებ მუშაობას, ახლოს ვნახავ ყველაფერს, მერე შეიძლება დავგეგმოთ ვინ მოვიყვანოთ, ან ვინ შეიძლება გავუშვათ", - აღნიშნა გეგუჩაძემ.