ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ლევან სალუქვაძე: თუ შევთანხმდებით დეტალებზე, ტრანსფერს დავადასტურებთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.

დედაქალაქელები, ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და 22 იანვარს მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრებიან.

რას აპირებს "დინამო" მომავალი სეზონისთვის, ვისი დამატების სურვილი აქვს კლუბს, გაძლიერდა თუ არა გუნდი სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებით - ამ და სხვა საკითხებზე Sportall.ge "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველს, ლევან სალუქვაძეს დაუკავშირდა.

"ჩვენ დიანტერესებული ვართ გასული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ირაკლი სიხარულიძის დამატებით.

ტრანსფერზე გარკვეული საუბარი არის, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

"დინამო"
თურქეთში 22 იანვარს გაემგზავრება და ეგ საკითხი მანამდე უნდა გაირკვეს.

თუ შევთანხმდებით, მოლაპარაკების რაღაც დეტალებზე, დიდი სიამოვნებით დავადასტურებთ, რომ სიხარულიძე "დინამოში" გადმოვიდა.

ჩვენ გვსურს მარჯვენა ცენტრალური მცველი და  ძიებას კვლავ განვაგრძობთ. ძალიან ბევრი ვარიანტებია, განვიხილავთ ფეხბურთელებს, ვაკვირდებით მათ თამაშებს... გამოკვეთილად ვინმე, რომ მოგვწონებოდა ეგეთი არავინ არის.

მაგრამ არ ვჩქარობთ. 22 იანვარს გუნდი თურქეთში მიდის და ზოგიერთი ცენტრალური მცველი, რომელიც ჩვენ ინტერესშია, თურქეთში შეიძლება იყოს სხვა გუნდის შემადგენლობაში.

იქაც დავაკვირდებით და ასევე არ არის გამორიცხული და რომელიმე მათგანი ვინც მოგვეწონება იქ შეუერთდეს გუნდს.

რაც შეეხება სინჯებს... გაისინჯა რამდენიმე ფეხბურთელი. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ არ იყვნენ ცუდი ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენ გვინდა ისეთი მოთამაშე, რომელიც გააძლიერებს გუნდს და ასეთები ჩვენ ვერ შევნიშნეთ.

ამიტომ ჯერჯერობით თავი შევიკავეთ მათი დამატებისგან", - აღნიშნა სალუქვაძემ.


ასევე დაგაინტერესებთ