რომან ჭანტურია "ლოკოში", 16 ტრანსფერი "რუსთავში" - 4 კვირის შემდეგ 72 ტრანსფერი ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში მომავალ სეზონში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. თუ გადავხედავთ ოთხი კვირის შემდეგ სატრანსფერო მიმოსვლას, ჩემპიონატს ახალი ფავორიტი უნდა ჰყავდეს. ეს, ალბათ, დებიუტანტი "რუსთავი" იქნება.

ოთხი კვირის შემდეგ კლუბების ნამატი 72 ფეხბურთელია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირა რჩება.

სრული სიგიჟეა, მაგრამ ეს რეალობაა - დებიუტანტმა "რუსთავმა" 16 ფეხბურთელი დაიმატა.

  • კლუბში მოვიდნენ: "პოგონიდან" - მათე ცინცაძე, "კოლხეთიდან" - კობა სეფიაშვილი, პაპუნა ფონიავა, "ტორპედოდან" - მათე კვირკვია, "ჩიხურადან" - ბაჩანა ცხადაძე, "შუქურადან" - ირაკლი კლიმიაშვილი, "დილადან" - გიორგი პაპავა, თბილისის "დინამოდან" - ლაშა
    სალუქვაძე, ნუკრი რევიშვილი, ბექა ქავთარაძე, ბექა მიქელთაძე, ლევან გეგეჭკორი; "ლოკომოტივიდან" - მამუკა კობახიძე; ბათუმის "დინამოდან" - დავით კვირკველია და ოთარ მარცვალაძე. თავისუფალი აგენტი - მიხეილ გორელიშვილი.

"სამტრედიას" უკვე 10 ახალი ფეხბურთელი ჰყავს.

  • კლუბში მოვიდნენ: მალაიზიის პკნპ-იდან ვინსენტ-ლუკას ვეილი, ივან ფატიჩი - მაკედონიური "შკუპიდან", ვასიკო ბაჩიაშვილი - ზალგირისის "კაუნოდან", გორის "დილადან" - დავით კირკიტაძე, გივი კარკუზაშვილი, "ჩიხურადან" - გიორგი განუგრავა, "შუქურადან" - რომა ჩაჩუა, "კოლხეთიდან" - შოთა კერძევაძე, "ლიეპაიადან" - გიორგი ერისთავი, "სიონიდან" - საბა აღდგომელაშვილი.
სერიოზული ცვლილებებია და უკვე 10 ფეხბურთელი დაიმატა გორის "დილამ":

  • კლუბში მოვიდნენ: "ლოკომოტივიდან" - ნოდარ ქავთარაძე, ჩეხური "ზბროიოკა ბრვნოდან" - ალვინ ფორტესი, თბილისის "დინამოდან" - გია ჩადუნელი, მიკოლა კოვტალიუკი, ბათუმის "დინამოდან" - ანზორ სუხიაშვილი, "სამტრედიიდან" - დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, ჯემალ გოგიაშვილი, "ჩიხურადან" - გიორგი კორიფაძე, "ტრანსფერმარკეტის" ინფორმაციით, ჰეიფორდ ადიეიც.

8 ახალი ფეხბურთელი ჰყავს ბოლნისის "სიონს":

  • კლუბში მოვიდნენ: "დილადან" - მიხეილ მუჯრიშვილი, "რუსთავიდან" - გურამ მინდორაშვილი, "ცხინვალიდან" - ლაშა ლეჟავა, "ზუგდიდიდან" - ცოტნე სამუშია, "ლაკატამიასიდან" - ლევან ხმალაძე, "სამტრედიიდან" - გიორგი დათუნაიშვილი, "ტორპედოდან" - გიორგი ბერიაშვილი, "კოლხეთიდან"- ალექსანდრე გურეშიძე.

"საბურთალოში" 8 ახალი ფეხბურთელია.

  • კლუბში იასპარეზებენ: ვაგნერ გონსალვესი - "კერლ ბრიუგედან" დაბრუნდა იჯარით, ბათუმის "დინამოდან" - თემურ ჩოგაძე, "ლოკომოტივიდან" - გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი დიასამიძე და ბექა ქურდაძე, "ჩიხურადან" - თორნიკე გორგიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი, "შუქურადან" - გიორგი სომხიშვილი.

ამ კვირაში იაქტიურა ფოთის "კოლხეთმაც". ზღვისპირელებმა 5 ფეხბურთელი დაიმატეს:

  • ნოვგოროდის "ოლიმპიეციდან" - ვლადიმერ გოგბერაშვილი, ბათუმის "დინამოდან" - ზურაბ არზიანი, "გურიიდან" - ანდრეი პოლტავსტევი, თავისუფალი აგენტები - პეტერსო კაბორე და ირაკლი ჩეჟია.

5 ფეხბურთელი დაემატა "ლოკომოტივს":

  • "პრატოდან" რომან ჭანტურია, "შევარდენიდან" - ოთარ კობახიძე, "სამტრედიიდან" - დავით ჯიქია, თბილისის "დინამოდან" - ზურა დავითაშვილი და ბათუმის "დინამოდან" - თეიმურაზ შონია.

თბილისის "დინამოში" 4 ახალი მოთამაშეა:

  • "ესბიერგიდან" - ბუდუ ზივზივაძე, "ჩიხურადან" - გიორგი ივანიშვილი, "ცხინვალიდან" - ლაშა ქოჩლაძე და "საბურთალოდან" - ოთო გოშაძე.

"ჩიხურაში" 4 ნამატია:

  • "ლოკომოტივიდან" - რევაზ ჩიტეიშვილი, "კოლხეთიდან" - გიორგი ბუხაიძე, "მერანიდან" - დავით მაისაშვილი და "სამტრედიიდან" - თეიმურაზ მარკოზაშვილი.

ეროვნული ლიგის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" ჯერაც პასიურობს და მხოლოდ 2 ნამატი აქვს:

  • "ჩიხურადან" - მიხეილ სარდალიშვილი და "მეშახტედან" - ტარიელ ხაინდრავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭანტურიას ემპოლის ძირითადში ხო ეხვეწებოდნენ? :-D:-D:-D იტალიის მესამე ლიგაში ვერ გაქაჩა და ლოკოს ააშენებს
მზერა
10:58 29-01-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული