მოსამზადებელ ეტაპზე ბოლნისის "სიონი" "თელავთან" დამარცხდა

AutoSharing Option
მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ბოლნისის "სიონი". კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი "თელავს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

მატჩს რაგბის სავარჯიშო კომპლექსმა უმასპინძლა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი, ახალი სეზონისთვის, 10 იანვრიდან ემზადება. გუნდმა ერთი ამხანაგური შეხვედრა, გორის "დილასთან", უკვე გამართა. "სიონს" სულ 8 ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული