"ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდება

AutoSharing Option
14 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასკომის წევრებმა 2018 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება დაამტკიცეს. ასევე, კენჭი უყარეს კლუბების ლიცენზირების დებულებაში შესატან ცვლილებებს.

რაც შეეხება სკ "ზესტაფონის" წერილს საქართველოს რეგიონულ ლიგაში გამონაკლისის სახით დაშვების თაობაზე, აღმასკომმა საკითხს მხარი დაუჭირა და ამგვარად, 2018 წლიდან "ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
და თავის დროზე როგორ მოხვდა უმაღლესში ზესტაფონი წყალტუბოს სამგურალის ნაცვლად ესეც საინტერესო უნდა იყოს ...
3
კარგია, მაგრამ რეგიონალურ ლიგაზე მეტს რომ ვერ იმეტებ ამგუნდისთვის, ეს ნიშნავს, რომ რეალობის შეგრძნება დაკარგული გაქვს!!!
dato
17:30 14-02-2018
19

სიახლეები პოპულარული