სატრანსფერო კარუსელებით რეკორდსმენი საქართველო - რა ხდება სხვა ქვეყნებში?

AutoSharing Option
ყოველი სატრანსფერო პერიოდის დროს ქართულ "კარუსელებზე" საუბარი აქტუალურია, ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს საშუალოდ ჩვენი ჩემპიონატის 5-ზე მეტ კლუბში აქვთ ნათამაშები.

რა თქმა უნდა არიან გამონაკლისებიც და 10-ზე მეტ კლუბშიც ახერხებენ თამაშს, ეს საქართველოა და ეს პირველ რიგში ჩვენი ფინანსური მდგომარეობითაა გამოწვეული.

1-წლიანი კონტრაქტები და უფრო ნაკლები, მტკივნეული თემაა ეროვნული ლიგისთვის და ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ კლუბები სტაბილურობას წლიდან წლამდე ვერ ინარჩუნებენ.

ქართულ რეალობაში ხშირად რა ტრანსფერი გაკეთდა "ტრანსფერმარკეტზე" ვიგებთ და ის არის ერთ-ერთი მთავარი ინფორმაციის წყარო სატრანსფერო ფანჯრის დროს. ჩვენ
რამდენიმე კვირის განმავლობაში ვწერდით კლუბებში მიმსვლელ ფეხბურთელებზე, რომლების რაოდენობაც რეკორდულად დიდი იყო.

გერმანული გამოცემის მიხედვით 121-მა ფეხბურთელმა დატოვა ამ ზამთარში ეროვნული ლიგის კლუბი და 110 ფეხბურთელი შეუერთდა ამა თუ იმ გუნდს. ეს რაოდენობა კი ეროვნულ ლიგაში მოედანზე მოთამაშე ფეხბურთელების თანაბარია და ფაქტია, რომ ძალების ახალ გადანაწილებასაც ვიხილავთ.

რა თქმა უნდა ხარისხზე საუბარი ზედმეტია, ტრანსფერები ზრდიან სხვა ქვეყნებში სათამაშო ხარისხს, ჩვენთან კი როგორც კი ფეხბურთელი რამდენიმე საინტერესო ფინტს გააკეთებს, სხვა ჩემპიონატში აღმოჩნდება და აქ მარადმწვანე მოგზაურები გვრჩებიან.

ამ ფაქტიდან გამომდინარე ძალიან ცოტაა ფეხბურთელები, რომელიც კლუბისა და ქომაგის პატრიოტია, რადგან თითზეა ჩამოსათვლელი ფეხბურთელები ვინც წლებია ერთ კლუბში თამაშობენ.

რა ხდება სხვა ქვეყნებში? როგორია ვითარება? მაგალითისთვის რამდენიმე წამყვან ჩემპიონატსა და ჩვენი ჩემპიონატის მსგავს ტურნირს წარმოგიდგენთ.

მაგალითად ინგლისის პრემიერლიგაში სადაც 20 გუნდი თამაშობს, 89 ფეხბურთელმა დატოვა კლუბი და ნამატი 75 ფეხბურთელია.  გერმანიაში ბუნდესლიგაში 18 კლუბია 64-მა დატოვა გუნდი და 40 ახალწვეულია.

ესპანეთშიც 20 გუნდიან ჩემპიონატში კლუბი დატოვა 82-მა ფეხბურთელმა და 77 იყო მიღება. მაგრამ აი იტალიაში წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე მეტად აქტიურობდა მოასპარეზე 20 გუნდი, 187-მა ფეხბურთელმა დატოვა კლუბი და 158 ახალწვეულია.

რაც შეეხება სამეზობლოს, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში სულ 8 კლუბი თამაშობს 60-მა ფეხბურთელმა დატოვა კლუბი და 61 მიიღეს. ამ მხვრივაც მეზობელი სტაბილურობაში ნამდვილად გვჯობს.

რუსეთის პრემიერ ლიგაში 16 გუნდია 68 ფეხბურთელმა შეიცვალა კლუბი და 73 ფეხბურთელია ნამატი. სომხეთში 6 გუნდია და წამსვლელი 28 იყო, მომსვლელი კი 26.

რა ხდება ბოლო პერიოდში ჩვენთვის ახლობელ ყაზახეთის ჩემპიონატში? სადაც პრემიერ ლიგაში 12 გუნდი თამაშობს, ამ შემთხვევაშიც ჩვენზე ნაკლებია: 99 წავიდა კლუბიდან და 99 მივიდა კლუბში.

ამ ყველაფრის გამოსასწორებლად ფედერაციიდან გარკვეული რეგულაციებია საჭირო, რადგან ჩემპიონატში საპრიზო ადგილის მფლობელები, ნახევარი წლის შემდეგ ევროთასების დროს ხშირ შემთხვევაში სულ სხვა გუნდით თამაშობენ. ეს სულ სხვა კი ბოლო პერიოდში უფრო სუსტს ნიშნავს ვიდრე ძლიერს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენივრად სწოვენ ბიუჯეტის ძუძუს და მთელი სახელმწიფოსაგან ჩარიცხული ფული,ქარს მიაქვს.კარგია რომ ფედერაციამ მიდგომები შეცვალა და ეს ფული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და ბავშვთა ფეხბურთზე გადამისამართდა,მაგრამ მინდვრებიც გავერანდება და სტადიონებიც კვლავ დაინგრევა,თუ ამ ფულის მოძრაობაზე მკაცრი კონტროლი არ დაწესდება,შემდეგ უკვე მაკონტროლებლის პასუხისმგებლობით გამოვლენილ ხარისხის დარღვევებზე.კლუბი კი მხოლოდ კერძო სტრუქტურა უნდა გახდეს და ბიუჯეტს არ ხრავდეს.
სოსო
18:12 25-02-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული