ყველაფერს გავაკეთებ, რომ "გეტებორგში" ადგილი დავიმკვიდრო - გიორგი ხარაიშვილის ინტერვიუ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის და "საბურთალოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი კარიერას შვედურ "გეტებორგში" გააგრძელებს.

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში ითამაშებს

ტრანსფერთან დაკავშირებით გიორგის ვესაუბრეთ:

- პირველ რიგში, გილოცავ "გეტებორგში" გადასვლას. მაინტერესებს, როგორ შეაფასებდი კლუბს და როგორია შენი ემოცია?
- მადლობა. "გეტებორგის" შესახებ მცირე რამ ვიცოდი, მაგრამ ახლა უფრო ვრცლად მოვიძიე ინფორმაცია და გავეცანი კლუბის შესახებ ყველაფერს. არა მარტო შვედეთში, არამედ სკანდინავიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მოხარული ვარ, რომ ჩემ მიმართ გამოხატა ინტერესი და ვეცდები, ნდობა გავამართლო.

- გექნებოდა ალბათ
საუბარი კლუბის წარმომადგენლობასთან გუნდში დამკვიდრებასთან დაკავშირებით, ძირითადი შემადგენლობისთვის მოიაზრები თუ უფრო სათადარიგო და მოგიწევს, შენს შანსს დაელოდო?

- არა, რა თქმა უნდა. გარანტირებული არავის არაფერი აქვს და ჩემზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოვაჩენ თავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიმკვიდრო გუნდში ადგილი და პროგრესი გავაგრძელო. ასე გარანტირებული ნამდვილად არ მაქვს.

- შენ როგორ ფიქრობ, აუბამ შვედურ ფეხბურთს მხარს? რამდენად რთულად თვლი ეროვნული ლიგიდან შვედეთში თავის დამკვიდრებას?

- ეროვნული ლიგიდან თითქმის ყველა ჩემპიონატში გადასვლა რთულია, მაგრამ ასე ახლოს არ ვიცი, როგორი ჩემპიონატია და რომ ჩავალ, გავეცნობი. ალბათ, თუ მოვინდომებ, არაფერი იქნება რთული.

- შვედეთში ერთი ქართველი თამაშობს, ზურაბ ცისკარიძე. ხომ არ იცნობ ან ხომ არ გქონია კონტაქტი?
- არა, ნამდვილად არ ვიცი.

- როდის მიდიხარ შვედეთში და როდის იქნება წარდგენა?
- დღეს საღამოს მივდივარ შვედეთში, ხვალ პრესკონფერენცია იქნება და წარმადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი შვედურ კლუბთან 1+2.5 სისტემით გააფორმებს კონტრაქტს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
არაა კარგი გამოსავალი გეტებორგში გადაბარგება გიორგი ბევრად კარგ გუნდს იმსახურებს ერთ დროს სახელოვანი გუნდი კი იყო მაგრამ ეხლა შვედეთის საშუალო კლასის გუნდი გახდა მეათე ადგლი 16 გუნდიან ჩემპიონატში ვნახოთ როგორ წარმატებულად წარიმართება გიორგისათვის საფეხბურთო კარიერა . წარმატებებს ვუსურვებ !
gocha juve
23:01 22-02-2018
2
ერთ ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან, რომელიც 21 წლამდელების კაპიტანია, ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები და გეტებორგში გადავიდა, ინტერვიუ მაგრად იწყება :) გილოცავთ გეტებორგში გადასვლასო :))))))) პ.ს გეტებორგი 10 ადგილზე გავიდა 16 გუნდიან ჩემპიონატში )) ძაან მეცინება.
Tbiliseli
18:34 22-02-2018
6

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2018
#
გუნდი
15
8
6
1
16
30
15
9
2
4
12
29
15
7
4
4
8
25
15
6
3
6
5
21
15
4
4
7
-6
16
15
3
5
7
-17
14
15
3
4
8
-12
13