ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ყველაფერს გავაკეთებ, რომ "გეტებორგში" ადგილი დავიმკვიდრო - გიორგი ხარაიშვილის ინტერვიუ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის და "საბურთალოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი კარიერას შვედურ "გეტებორგში" გააგრძელებს.

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში ითამაშებს

ტრანსფერთან დაკავშირებით გიორგის ვესაუბრეთ:

- პირველ რიგში, გილოცავ "გეტებორგში" გადასვლას. მაინტერესებს, როგორ შეაფასებდი კლუბს და როგორია შენი ემოცია?
- მადლობა. "გეტებორგის" შესახებ მცირე რამ ვიცოდი, მაგრამ ახლა უფრო ვრცლად მოვიძიე ინფორმაცია და გავეცანი კლუბის შესახებ ყველაფერს. არა მარტო შვედეთში, არამედ სკანდინავიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მოხარული ვარ, რომ ჩემ მიმართ გამოხატა ინტერესი და ვეცდები, ნდობა გავამართლო.

- გექნებოდა ალბათ
საუბარი კლუბის წარმომადგენლობასთან გუნდში დამკვიდრებასთან დაკავშირებით, ძირითადი შემადგენლობისთვის მოიაზრები თუ უფრო სათადარიგო და მოგიწევს, შენს შანსს დაელოდო?

- არა, რა თქმა უნდა. გარანტირებული არავის არაფერი აქვს და ჩემზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოვაჩენ თავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიმკვიდრო გუნდში ადგილი და პროგრესი გავაგრძელო. ასე გარანტირებული ნამდვილად არ მაქვს.

- შენ როგორ ფიქრობ, აუბამ შვედურ ფეხბურთს მხარს? რამდენად რთულად თვლი ეროვნული ლიგიდან შვედეთში თავის დამკვიდრებას?

- ეროვნული ლიგიდან თითქმის ყველა ჩემპიონატში გადასვლა რთულია, მაგრამ ასე ახლოს არ ვიცი, როგორი ჩემპიონატია და რომ ჩავალ, გავეცნობი. ალბათ, თუ მოვინდომებ, არაფერი იქნება რთული.

- შვედეთში ერთი ქართველი თამაშობს, ზურაბ ცისკარიძე. ხომ არ იცნობ ან ხომ არ გქონია კონტაქტი?
- არა, ნამდვილად არ ვიცი.

- როდის მიდიხარ შვედეთში და როდის იქნება წარდგენა?
- დღეს საღამოს მივდივარ შვედეთში, ხვალ პრესკონფერენცია იქნება და წარმადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი შვედურ კლუბთან 1+2.5 სისტემით გააფორმებს კონტრაქტს.