როინ კვასხვაძე: მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის

AutoSharing Option

ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასი პირველად მოიგო. მიღწეულ წარმატებაზე ქუთაისელთა კაპიტანმა როინ კვასხვაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- ადრეც ავღნიშნე, რომ ეს თამაში იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული. იმდენად სანახაობრივი მატჩი არ გამოვიდა, მაგრამ მეორე ტაიმი ისეთი იყო, რომ შევძელით და გამარჯვება მოვიპოვეთ.

მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის, მადლობა გულშემატკივარს რომლებიც ჩამოვინდნენ და გვერდში გვედგნენ მთელი თამაშის განმავლობაში. წარმატებას ვუსურვებ "ჩიხურას" ეროვნულ ლიგაში.  - თქვა კვასხვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული