ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

უჩა სოსიაშვილი: გუნდი მზად არის, თავი კარგად წარმოაჩინოს

AutoSharing Option
"სამტრედიის" ოფიციალურმა Facebook-გვერდმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილისა და კაპიტნის, ბუბა დაუშვილის კომენტარები გამოაქვეყნა.

უჩა სოსიაშვილი: "მოსამზადებელი ეტაპი ჩვენ ორ ნაწილად დავყავით. პირველი ნაწილი თბილისში გავიარეთ, მეორე ნაწილი - თურქეთში, სადაც შვიდი ამხანაგური თამაში გავმართეთ.

ეს ამხანაგური თამაშები ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენი ახალი ფეხბურთელები ერთად შეთამაშებულიყვნენ. ამით იყო განპირობებული სწორედ ის, რომ შეკრებაზე 7 შეხვედრის ჩატარება მოგვიწია.

რაც შეეხება თამაშებს, ეს ემსახურებოდა ფიზიკური და ტაქტიკური თვისებების გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზნით გამოვიყენეთ მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილი.

ამ ეტაპზე ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ
და გუნდი მზად არის, თავი კარგად წარმოაჩინოს და იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის თითოეულ თამაშზე".

ბუბა დაუშვილი: "მოხარული ვარ, რომ ვირიცხები "სამტრედიაში". თურქული შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოგვივიდა. ორჯერადი ვარჯიშები იყო და გუნდი მოედანზე სრულფასოვნად დაიხარჯა.

მზად ვართ ჩემპიონატის დაწყებისთვის, რომ ყველა თამაში დავამთავროთ წარმატებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრის მხარდაჭერის და ალბათ, იმ დასახულ მიზნებს მივაღწევთ, რომლებიც ჩაფიქრებული გვაქვს.

კლუბში კარგი განწყობაა და ყველანი მზად ვართ, ჩავერთოთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. უნდა ვიბრძოლოთ ჩემპიონობისა და საპრიზო ადგილებისთვის".