ვინ არის ალვინ ფორტესი? - გორის "დილას" იღბლიანი ლეგიონერი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის საწყის ტურში ქუთაისის "ტორპედომ" გორის "დილას" უმასპინძლა და მოულოდნელად 2:3 დამარცხდა.

შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი ჰოლანდიელმა ალვინ ფორტესმა გაიტანა, რომელიც გორელთა რიგებში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩაირიცხა.

ვინ არის ფორტესი და საიდან მოხვდა "დილას" შემადგენლობაში? მივყვეთ თანმიმდევრობით. თავდაპირველად გეტყვით, რომ 23 წლის ფლანგის შემტევი ნახევარმცველი, ბოლოს ჩეხური კლუბის "ბრნოს" შემადგენლობაში ირცხებოდა, საიდანაც გიორგი დარასელიას გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ფორტესმა საფეხბურთო კარიერა როტერდამის "სპარტას" აკადემიაში დაიწყო, რის შემდეგაც, "ფეინოორდის", "ჰეინენორდის" და "ნაიკის" საფეხბურთო აკადემიებში ირიცხებოდა. მისი პირველი პროფესიონალური კლუბი
კი ფინური "კემი" იყო, სადაც 2013 წელს ჩაირიცხა.

ფინურ გუნდში, რომელიც რანგით მე-3 დივიზიონში გამოდიოდა, მან 6 მატჩის განმავლობაში იასპარეზა და საკუთარ ანგარიშზე 1 გოლი ჩაიწერა. 2014 წელს კი ის ჰოლანდიურ "ვალვაიკში" გადაბარგდა.

აღნიშნული გუნდი იმ დროს ჰოლანდიის რანგით მე-2 ლიგაში, ერესტ დივიზიაში ასპარეზობდა. აქ მან 1 წელი დაჰყო და 10 შეხვედრაში 1 გოლის ავტორი გახდა. მომდევნო სეზონში კი იგი ამავე დივიზიონის ბინადარ "ოსში" გადაბარგდა.

აქ ფეხბურთელმა უფრო მეტი შეხვედრა ჩაატარა და 15 მატჩში 1 გოლიც ჩაიწერა, რის შემდეგაც კარიერა თურქეთის მე-2 დივიზიონის ბინადარ
"ბოლუსპორში" გააგრძელა. თურქეთში მისი საქმეები კარგად ვერ წავიდა და აღნიშნული გუნდის ფორმა მხოლოდ 5 შეხვედრაში მოირგო.

2016 წელს იგი ბერძნული "ვერიას" შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა არცერთი შეხვედა არ ჩაუტარებია. 2017 წლის დასაწყისში კი არნემის "ვიტესის" მეორე გუნდში გამოდიოდა, სადაც 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

როგორც მოგახსენეთ, ფორტესის ბოლო კლუბი ჩეხური "ბრნო" იყო, სადაც 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ბოლოს იგი მეორე გუნდში გადაიყვანეს და მან "ბრნო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ტრანსფერმარკეტზე მისი სატრანსფერო ღირებულება 225 000 ევრო გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული