ეროვნული ლიგა. I ტური: "საბურთალომ" "სიონს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალომ" პირველი ტურის დასკვნით მატჩში "სიონი" 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პირველი სამი გოლი კუთხურის შემდეგ გავიდა. პირველ ტაიმში კოშკაძის ჩაწოდებულ ბურთს სიხარულიამ მიუჩინა ადგილი კუპატაძის კარში, შესვენების შემდეგ კი გრიგალაშვილმა და შეცვლაზე შესულმა ვოლკოვმა გამოიჩინეს თავი.

84-ე წუთზე პირისპირ გასული კოხრეიძე მეკარე ზარქუამ საჯარიმოს გარეთ მოცელა და გააძევეს. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა ქიქავას ნაცვლად სათადარიგო კიპერი მუჯრიშვილი შეუშვა შეცვლაზე. მასპინძლებმა კი რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მესამედ დაამწუხრეს ბოლნისელები.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

საბურთალო - სიონი 3:1

გაძევება: თორნიკე ზარქუა (84)
გოლები: 0:1 ზვიად სიხარულია (16), 1:1 თედორე გრიგალაშვილი (56), 2:1 დავით ვოლკოვი (80), დავით ვოლკოვი (90+2)

საბურთალო. 4-4-2: ლაზარე კუპატაძე, ნოდარ იაშვილი (გრიგოლ ჩაბრაძე 72), გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია, თედორე გრიგალაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი კოხრეიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე (ბექა გვარაძე 57), დიმიტრი ტატანაშვილი (დავით ვოლკოვი 57)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სიონი. 4-5-1: თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა (მიხეილ მუჯრიშვილი 85), ალექსანდრე კოშკაძე (გიორგი მიქაბერიძე 67), ცოტნე სამუშია (გიორგი დათუნაიშვილი 54), გიორგი გაფრინდაშვილი, ზვიად სიხარულია, გურამ გიორბელიძე, ჯაბა დვალი

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაში,მომეწონა,მაგრამ საბურთალოს ფეხბურთელებს სპორტულები აცვიათ,საავადმყოფოში მეგონა თავი.ასე ვერ გაფრინდებით მეგობრებო!ისე ფორმაზე ადგილი არ აქვთ იმდენი სპონსორი ყოლიათ დანორმალურ ეკიპირებას ვერ შეიძენთ?პირველ მერცხალს უკეთესად ეცვა,ვიდრე საბურთალოს.
ultras
10:13 06-03-2018
0

სიახლეები პოპულარული